png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

"დროა" ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენებისა და სახელმწიფო უწყებების სანქცირებასაც ითხოვს

  • პოლიტიკა
  • 12.06.2022
  • 13:36
"დროა" ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენებისა და სახელმწიფო უწყებების სანქცირებასაც ითხოვს

მოძრაობა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილისგან და რეალურად ოლიგარქ ივანიშვილისგან მხრიდან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ გუშინ გაკეთებული განცხადება ღიად მოღალატეობრივია. მისი თქმით, ახლა საპასუხო მოქმედებების დროა.

„გუშინ ირაკლი ღარიბაშვილისგან და რეალურად ბიძინა ივანიშვილისგან ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ღია მოღალატეობრივი განცხადება - ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი. ეს არ არის გადამეტებული სიტყვები, ჩვენ ვნახეთ რომ ნელ-ნელა პროცესი რომელიც მიდიოდა ევროკავშირის პერსპექტივის წინააღმდეგ, მივიდა იმ წერტილამდე რომ ღარიბაშვილი ღიად გვეუბნება რომ კანდიდატობა არაფერს ნიშნავს და პრაქტიკულად ხელს უკრავს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან რამეს - ევროპულ პერსპექტივას,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისი თქმით, ოპოზიციამ პარტნიორებთან ერთად უნდა უმუშაოს ორ საკითხზე: სანქციების დაწესებასა და ქართველი ხალხის ნების გამოხატვაზე.

ხოშტარიას თქმით, სანქცირებას უნდა დაექვემდებაროს ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული 5 "ბიზნესოლიგარქი" - დავით ხიდაშელი, უჩა მამაცაშვილი, ირაკლი რუხაძე, ოთარ ფარცხალაძე და ვანო ჩხარტიშვილი.

"შემდეგი საყრდენი არის სასამართლო სისტემა და აქ მთავარი პრინციპი იქნება კლანის დარღვევა და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტების განადგურება. აქაც ჩვენ გვექნება კონკრეტული სია და ფაქტები. შემდეგია პროკურატურა, რომელიც ინსტრუმენტია ივანიშვილის ხელში... სუს-ი, როგორც ძალადობის პოლიტიკური ინსტრუმენტი ასევე უნდა იყოს სანქცირებული... და პოლიტიკური პოლიცია - მე დიდ პატივს ვცემ კეთილსინდისიერ პოლიციელებს, ისინი უნდა გათავისუფლდნენ იმ პოლიტიკური მარწუხებისგან, რომელიც შექმნილია ამ პოლიტიკური ოლიგარქიული მმართველობით", - ამბობს ხოშტარია.

ხოშტარიას თქმით, "დროას" წევრები და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ბრიუსელსა და ვაშინგტონში გაემგზავრებიან, რათა "ქართველი ხალხის ევროპისადმი სწრფვის ნების სიმტკიცე გააცნონ" და სანქციებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge