png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ლატვია ავტომატურად არ ითხოვს კანდიდატის სტატუსს სამივე ქვეყნისთვის, ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება ევროკომისიის მოსაზრებაზე - რინკევიჩი

  • პოლიტიკა
  • 12.06.2022
  • 23:17
ლატვია ავტომატურად არ ითხოვს კანდიდატის სტატუსს სამივე ქვეყნისთვის, ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება ევროკომისიის მოსაზრებაზე - რინკევიჩი

პირველ რიგში, ჩვენ ველოდებით ევროკომისიის დასკვნას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა იცოდნენ რეფორმების თვალსაზრისით, რომელი ქვეყანა სად დგას, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას განაცხადა.

რინკევიჩის თქმით, ლატვია ავტომატურად არ ითხოვს კანდიდატის სტატუსს სამივე ქვეყნისთვის, "ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება ევროკომისიის მოსაზრებაზე".

"მე ვიცი, რომ საქართველოს და მოლდოვას რეფორმების კუთხით პროგრესი აქვთ. რაც შეეხება ლატვიის პოზიციას, ჩვენ ავტომატურად არ მოვითხოვთ კანდიდატის სტატუსს სამივე ქვეყნისთვის, ვფიქრობთ რომ ეს დიდწილად იქნება დამოკიდებული ევროკომისიის დასკვნაზე. ლატვიაში მთავრობაში, პარლამენტში და საზოგადოებაში ფიქრობენ, რომ უკრაინას სჭირდება ახლა ეს ძლიერი პოლიტიკური სიგნალი. დებატები ევროპულ საბჭოში შედგება. ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც უკრაინის კანდიდატობას არ უჭერენ მხარს, რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოსა და მოლდოვაზე. არიან ქვეყნები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების პროცესი არ დასრულებულა. ძირითადი დებატები ამ საკითხზე ივნისის ბოლოს ევროპული საბჭოს სამიტზე შედგება. მსჯელობა იქნება ძალიან სერიოზული.

გადაწყვეტილებას სჭირდება კონსენსუსი. მაგალითად, თუ ერთი ქვეყანა და ამ შემთხვევაში უკრაინა გატეხს ყინულს, მაშინ, ვფიქრობ, დანარჩენ 2 ასოცირებულსაც მისცემს ამით შესაძლებლობას. რეფორმების თაობაზე ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება გაკეთდება. ტურინში შეხვედრაზე ამ თემაზე საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებთან მოკლე შეხვედრისას საუბარი მქონდა. უკრაინისთვის პოლიტიკური გადაწყვეტილება მორალური ე.წ. ბუსტერი იქნება. უკრაინამაც უნდა იცოდეს, რომ კანდიდატის სტატუსი ავტომატურად ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი მოლაპარაკებებზე პროგრესს არ ნიშნავს. მოლაპარაკებების დაწყებასაც შეთანხმება სჭირდება. მე იმედი მაქვს, რომ ევროკომისიის მოსაზრებები იქნება პოზიტიური სამივე ქვეყანაზე. თუ კომისია ობიექტურად მიუთითებს ზოგიერთ საკითხზე, მაშინ უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან მეგობრობის მიუხედავად, კანდიდატის სტატუსს ვერ მოვითხოვთ", - განაცხადა რინკევიჩმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge