png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ამერიკისთვის უკრაინასაც და საქართველოსაც საზარბაზნე ხორცზე მეტი ფასი არ აქვს - ხათუნა ხოფერია

  • კომენტარები
  • 13.06.2022
  • 12:15
ამერიკისთვის უკრაინასაც და საქართველოსაც საზარბაზნე ხორცზე მეტი ფასი არ აქვს - ხათუნა ხოფერია

ევროპარლამენტის რეზოლუციამ შავით თეთრზე ჩამოაყალიბა მთავარი მოთხოვნა, გაათავისუფლონ სააკაშვილი და გვარამია. შემდეგი ნაბიჯები ადვილად მისახვედრია, აგრესიული აქციები და არეულობა ქვეყანაში, ომი და შიმშილი და კიდევ ორი რამ, ბიძინა ივანიშვილის ჩათრევა ამ პროცესებში, ხელისუფლების დამხობა, ვფიქრობ, საზოგადოება უკვე კარგად ხვდება, საიდან იმართება ეს პროცესები, – ამის შესახებ ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს.

ხათუნა ხოფერიას თქმით, „20 ივნისს დაანონსდა ნაცსექტის აქცია, რომლის მთავარი ორგანიზატორი ახალგაზრდა ნაციონალების ორი დაჯგუფებაა“.

"ბაკურიანის შეხვედრიდან – ევროპარლამენტის რეზოლუციამდე… და მას შემდეგ…

6-8 აპრილს ბაკურიანის Rooms Kokhta-ში ჩატარდა შეხვედრა, რომელსაც (პირდაპირ ვიტყვი, რადგან აღარ არის მოკრძალებული სახელების შერჩევის დრო) საქართველოს მტრები ესწრებოდნენ. კერძოდ, ხატია დეკანოიძე, ბათუ ქუთელია, ზურაბ ჯაფარიძე და სხვები. ამ შეხვედრის მთავარი გმირი, მთავარი მოქმედი პირი, ტრენერი და მოდერატორი იყო პიტერ აკერმანი – ამერიკელი პოლიტტექნოლოგი, რომლის უშუალო ჩარევით მოხდა ბოლივიის პრეზიდენტის ევო მორალესისა და იუგოსლავიის პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის დამხობა. ბაკურიანის „სხადნიაკის“ გარშემო მრავალი ვერსია და ვარაუდი გავრცელდა, მაგრამ ევროპარლამენტის ე.წ. რეზოლუციამ მათი შავ-ბნელი სურვილები სააშკარაოზე გამოიტანა. ბაკურიანში დაგეგმილს, ევროპაში დაწერილმა რეზოლუციამ ხორცი შეასხა.

20 ივნისს დაანონსდა ნაცსექტის აქცია, რომლის მთავარი ორგანიზატორი ახალგაზრდა ნაციონალების ორი დაჯგუფებაა. პირველი, „სირცხვილია“ უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი ორგანიზაცია, რომლის არსებობა მართლაც სირცხვილია და მეორე დაჯგუფება – „ტალღა“, რომელიც სწორედ ბაკურიანის შეკრებაზე შექმნეს დაახლოებით ისე და იმ მიზნებისთვის, როგორც თავის დროზე შექმნეს ავად სახსენებელი „კმარა“. ევროპარლამენტის რეზოლუციამ შავით თეთრზე ჩამოაყალიბა მთავარი მოთხოვნა – გაათავისუფლონ სააკაშვილი და გვარამია!

შემდეგი ნაბიჯები ადვილად მისახვედრია, აგრესიული აქციები და არეულობა ქვეყანაში, ომი და შიმშილი საქართველოში! და კიდევ ორი რამ! მთავარი და თეთრი ძაფით ნაკერი – 1. ბიძინა ივანიშვილის ჩათრევა ამ პროცესებში! მისი დასჯის მიზნით! 2. ხელისუფლების დამხობა!

ვფიქრობ, საზოგადოება უკვე კარგად ხვდება, საიდან იმართება ეს პროცესები! ჩვენი ქვეყნისთვის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გამავალი მოვლენები.

ახლა უკრაინაში მიმდინარე ომს გადავხედოთ და ამ გადმოსახედიდან შევაფასოთ ევროკავშირის დამოუკიდებლობის ხარისხი. დიახ, ის ნულის ტოლია! ზუსტად ისევე, როგორც უკრაინის და უკრაინის ხელისუფლების! ანუ მისი სუვერენიტეტი ზუსტად ნულის ტოლია. ყველაფერი ისევ ამერიკის ხელიდან იმართება!

ამერიკა, უკრაინის ომით, უკრაინისა და რუსეთის შემდეგ, ყველაზე მეტად სწორედ ევროპას აზარალებს. 2008 და 2014 წლების ომებითაც, საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის შემდეგ, ეკონომიკურად და პოლიტიკურად, ყველაზე მეტად ხომ სწორედ ევროპა დაზარალდა.

დიახ, ჩემო კარგებო, ჩვენ არ ვცდებით როდესაც ვფიქრობთ, რომ 2008 წელსაც ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთისთვის სწორედ ამერიკელებმა ჩაგვაბარებინეს, რითაც, ერთი მხრივ, რუსეთის იმიჯი დააზიანეს და მეორე მხრივ, ევროპის ეკონომიკას უმძიმესი დარტყმა მიაყენეს. ფაქტია, რომ მაშინ ამერიკელებმა ზემოთ თქმულ ორივე მიზანს წარმატებით მიაღწიეს. და რაოდენ სამწუხარო და დამამცირებელია ის, რომ დღესაც, მეორე ფრონტისკენ ზუსტად იგივე მიზნით გვექაჩებიან. უნდათ, რომ რუსეთის იმიჯს კიდევ უფრო მძიმე ზიანი მიაყენონ და უკრაინაში სამხედრო წინსვლა მცირედით მაინც გაურთულონ.

საქართველო? რას მოუტანს მეორე ფრონტი საქართველოს? ეს მათ საერთოდ არ აღელვებთ. ამერიკისთვის უკრაინასაც და საქართველოსაც საზარბაზნე ხორცზე მეტი ფასი არ აქვს.

P.S. მადლობა ღმერთს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების აყირავება და საკუთარი აგენტურით მისი ჩანაცვლება ვერ მოახერხეს, თორემ დღეს უკრაინაზე ბევრად უფრო მძიმე დღეში ვიქნებოდით. არ არსებობს მშვიდობაზე უფრო დიდი ბედნიერება! არ არსებობს სამშვიდობო პოლიტიკაზე უფრო გონივრული პოლიტიკა! ღმერთი ჩვენკენ! საქართველო უპირველეს ყოვლისა!“, – წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge