png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო - ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 13.06.2022
  • 15:40
თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო - ღარიბაშვილი

რაც შეეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას - თუ ვინმეს ამ 30 წლის განმავლობაში რაიმე გაუკეთებია, ყველაზე მეტი გააკეთა სწორედ „ქართულმა ოცნებამ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მმართველმა პარტიამ 2017 წელს ჩაწერა და განსაზღვრა, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევროატლანტიკური.

"რაც შეეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას - თუ ვინმეს ამ 30 წლის განმავლობაში რაიმე გაუკეთებია, ყველაზე მეტი გააკეთა სწორედ „ქართულმა ოცნებამ“. იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი. ახლა კულმინაცია იყო სწორედ სამ მარტს, ჩვენს მიერ შეტანილი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. მეგობრებო, ეს არის ყველაფერი ის, რაც ამ მოკლე პერიოდში ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო. მანამდე არავითარი ევროპული ჩვენს ქვეყანაში არ ხდებოდა. ეს იყო წმინდა კლასიკური დიქტატორული, ავტორიტარული რეჟიმის დამყარება და გამყარება ქვეყანაში, რომელიც ეფუძნებოდა ხალხის ჩაგვრას, წამებას, მკვლელობას და ა.შ. სადაც არ უნდა ყოფილიყო არავითარი თავისუფალი. მთავარი - კონსტიტუციაში ჩვენმა პარტიამ 2017 წელს ჩავწერეთ და განვსაზღვრეთ, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევროატლანტიკური. ეს მხოლოდ კი არ ჩავწერეთ ჩანაწერი ჩანაწერისთვის, არამედ ჩვენ რეალური ხელშესახები შედეგები მოვუტანეთ ქვეყანას. დღეს გამოდიან და ამბობენ, რომ თუ არ მივიღებთ სტატუსს, ეს იქნება მთავრობის პასუხისმგებლობა. არცერთ შემთხვევაში მეგობრებო - მთავრობამ გააკეთა მაქსიმუმი, დანარჩენი ეს არის სამუშაო პროცესი... თუ ვინმეს ეკუთვნის მეგობრებო, ეკუთვნის საქართველოს, შემდეგ ეკუთვნის უკრაინასა და მოლდოვას. რომ იძახიან უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა მეგობრებო, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა, თავისი ბრძოლით, 30-წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე, ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ, ეს ვთქვი მე საჯაროდ დავოსში, ბრატისლავაში, ბრიუსელში, ყველგან", - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge