primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

SIPRI: გლობალური ბირთვული არსენალი, შესაძლოა, პირველად გაიზარდოს ცივი ომის შემდეგ

  • პოლიტიკა
  • 13.06.2022
  • 18:33
SIPRI: გლობალური ბირთვული არსენალი, შესაძლოა, პირველად გაიზარდოს ცივი ომის შემდეგ

უახლოეს ათწლეულში მსოფლიოს ბირთვული შეიარაღების რბოლის ახალი რაუნდი ელის. ასეთია სტოკჰოლმის მსოფლიოს პრობლემების საერთაშორისო კვლევითი ინსიტუტის (SIPRI) მიერ მომზადებული ანგარიშის დასკვნა, რომელიც 13 ივნისს გამოქვეყნდა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ცხრავე სახელმწიფო, რომლებიც ბირთვულ იარაღს ფლობენ - რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პაკისტანი, ინდოეთი, ისრაელი და ჩრდილოეთ კორეა - იწყებენ თავიანთი არსენალის აქტიურ მოდერნიზებას.  

"გლობალური ბირთვული არსენალი, სავარაუდოდ, გაიზრდება უახლოეს წლებში, ცივი ომის შემდეგ პირველად და ასეთი იარაღის გამოყენების რისკი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალი იქნება", - ნათქვამია ანგარიშში.

SIPRI-ის მონაცემებით, ბირთვული ქობინების საერთო რიცხვმა 2022 წლის იანვრისთვის 12 705 ერთეული შეადგინა, მათ შორის 9 440  აქტიურია და პოტენციურად მზად არის სამხედრო მიზნების გამოყენებისთვის. გასულ წელთან შედარებით ეს რიცხვი ოდნავ შემცირდა - 2021 წლის იანვარში 13 080 ქობინი იყო. თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, შემცირება გამოწვეულია არა განიარაღებით, არამედ აშშ-სა და რუსეთის მიერ შეიარღებიდან მოძველებული სისტემების ამოღებით, რაც დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ. ამასთან, აქტიური ქობინების რაოდენობა ერთ წელში, ფაქტობრივად, არ შემცირებულა.

უფრო მეტიც, SIPRI-ში ხედავენ მსოფლიო ტენდენციის შეცვლას. „არსებობს მკაფიო ნიშნები იმისა, რომ ბირთვული არსენალების შემცირება, რასაც ცივი ომის დასრულების შემდეგ ჰქონდა ადგილი, დასრულდა“, - ამბობს SIPRI-ის წამყვანი ექსპერტი ჰანს კრისტენსენი.

მას ეთანხმება მასობრვი განადგურების იარაღის SIPRI-ის პროგრამების დირექტორი ვილფრედ ვანი: „ყველა ბირთვული სახელმწიფო თავის არსენალს აფართოებს ან მოდერნიზაციას ახდენს - მათი უმეტესობა კი მიმართავს უფრო აგრესიულ რიტორიკას ატომური იარაღის გამოყენების შესახებ და მის როლს მათ სამხედრო სტრატეგიაში“, - აღნიშნავს ექსპერტი.

რუსეთსა და აშშ-ზე საერთო ჯამში მოდის მსოფლიო ბირთვული არსენალის 90 პროცენტზე მეტი.

SIPRI-ის ანალიტიკოსები განსაკუთრებით აღნიშნავენ, რომ ამ წლის დასაწყისში, მათი გათვლებით, რუსეთი სტარტეგიულ ბირთვულ იარაღთან ერთად ფლობდა 1 912 ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს.

სტოკჰოლმის ინსტიტუტის ექსპერტები, ამავდროულად განმარტავენ, რომ არ არსებობს ერთიანობა სპეციალისტებს შორის, თუ რა მიეკუთვნება ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას.

მათი აზრით, საერთო ჯამში, რუსეთის არასტრატეგიული ბირთვული ძალების მიზანია რუსეთის ბირთვული პარიტეტი აშშ-ის გაუთანაბროს.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge