primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

დასავლურმა საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშანი უნდა გაუგზავნოს არა მხოლოდ უკრაინელ, არამედ ქართველ და მოლდოველ ხალხს - პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 13.06.2022
  • 21:30
დასავლურმა საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშანი უნდა გაუგზავნოს არა მხოლოდ უკრაინელ, არამედ ქართველ და მოლდოველ ხალხს - პაპუაშვილი

"ვფიქრობ, რომ დადგა ის მომენტი, როდესაც დასავლურმა და დემოკრატიულმა საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშანი უნდა გაუგზავნოს არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს, არამედ ქართველ და მოლდოველ მოსახლეობას და მხარდაჭერა გამოუცხადოს მათ იმ მისწრაფებაში, რასაც ევროპული ოჯახში დაბრუნება ჰქვია", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, მასუდ გარახანისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა და ამ კონტექსტში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"წარმოვადგენ რა, პარლამენტის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს, მეც ვაწყდები გამოწვევებს, მითუმეტეს ამ გამოწვევებით სავსე დროში, როდესაც რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამის ფონზე, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ძმებისა და დების მიმართ, მაგრამ მეორეს მხრივ, გადავხედოთ და ხელახლა გავიაზროთ ნატოსა და ევროკავშირის მიდგომები, პერსპექტივები და როლი ჩვენს რეგიონში. ამ მხრივ, როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ ცოტა ხნის წინ უკვე გააგზავნა ევროკავშირის წევრობის განაცხადი, რასთან დაკავშირებითაც ქართველ ხალხს აქვს ევროკავშირის დადებითი გადაწყვეტილების იმედი და მოლოდინი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ნორვეგია საქართველოს ერთ-ერთი მჭიდრო პარტნიორი, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და ნატოში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია.

უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ - 2008 წელს, ხოლო უკრაინის წინააღმდეგ - 2014 წელს განხორციელებული რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით, პროგნოზის გაკეთება შესაძლებელი იყო.

"ჩვენ ორივე ვეწვიეთ უკრაინას და შევხვდით ჩვენს კოლეგებს. ვფიქრობ, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ არ იყო ადვილი მოვლენების ასეთი განვითარების წინასწარ განჭვრეტა, თუმცა მეორეს მხრივ, ნამდვილად შეიძლებოდა ამ პროგნოზის გაკეთება, თუკი გათვალისწინებული იქნებოდა რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, ასევე რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს. ვფიქრობ, რომ დადგა ის მომენტი, როდესაც დასავლურმა და დემოკრატიულმა საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშანი უნდა გაუგზავნოს არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს, არამედ ქართველ და მოლდოველ მოსახლეობას და მხარდაჭერა გამოუცხადოს მათ იმ მისწრაფებაში, რასაც ევროპული ოჯახში დაბრუნება ჰქვია. ასევე, გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი რუსეთს, რომ შეუძლებელია, რომელიმე ქვეყანამ ხელი შეუშალოს ხალხის დემოკრატიული მისწრაფებას დემოკრატიული საზოგადოებისკენ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge