png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

Politico: ევროკომისია უკრაინის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიურ დასკვნას ამზადებს

  • მსოფლიო
  • 14.06.2022
  • 12:02
Politico: ევროკომისია უკრაინის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიურ დასკვნას ამზადებს

ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე პოზიტიურ დასკვნას ამზადებს და რეკომენდაციას გასცემს ამ სტატუსის მინიჭებაზე. იტყობინება Politico ვითარების მცოდნე ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

როგორც იუწყებიან, ევროკომისრებმა ამ საკითხზე დისკუსია გამართეს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის კიევში ვიზიტის შემდეგ.

წყაროების ინფორმაციით, ევროკომისიას კარგად ესმის, რა ფასს იხდიან უკრაინელები და მიიჩნევენ, რომ საჭიროა ძლიერი სიგნალი გაგზავნა პუტინისთვის, რომ მას არ აქვს შანსი, უკრაინა თავის გავლენის სფეროში დააბრუნოს.

ოფიციალური პირებისა და დიპლომატების თქმით, სამი ქვეყანა კვლავ ეწინააღმდეგება უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ვარაუდობენ, რომ ევროპელ ლიდერთა სამიტზე, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ზოგიერთ ქვეყანა გამოვა წინადადებით, რომ კანდიდატის სტატუსი უკრაინას გარკვეული პირობით მიენიჭოს, ან შესთავაზონ რაიმე ალტერნატივა.

რაც შეეხება მოლდოვასა და საქართველოს. ოფიციალური პირების თქმით, ევროკომისრები ძირითადად მხარს მოლდოვას უჭერენ, სადაც ქვეყნის სათავეში პროევროპული მთავრობაა.

"მაგრამ ისინი ნაკლებად არიან დარწმუნებულები საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც პოლიტიკურ რყევებსა და ბოლო წლებში საგრძნობ დემოკრატულ უკუსლვას განიცდის", - წერს Politico.

რამდენიმე დღის წინ, Bloomberg-ი იუწყებოდა, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოწინააღმდეგეთა შორის არიან დანია და ნიდერლანდები.

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადებთან დაკავშირებით, რეკომენდაციების მომზადებას 17 ივნისისთვის დაასრულებს.

საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის ლიდერები მიიღებენ 23-24 ივნისს გამართულ სამიტზე.

საქართველომ ევროკავშირში წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge