png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ზელენსკი ნებისმიერ დროს მზადაა პუტინთან ომის დასრულებაზე ილაპარაკოს

  • მსოფლიო
  • 14.06.2022
  • 20:23
ზელენსკი ნებისმიერ დროს მზადაა პუტინთან ომის დასრულებაზე ილაპარაკოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნებისმიერ დროს მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებისთვის შუამავლებით ან მათ გარეშე ომის დამთავრებისა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გასვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ზელენსკიმ დანიურ მედიას განუცხადა.

„თუ რუსეთს სურს ომის დამთავრება, რადგან ისინი მედიაში სწორედ ამის შესახებ ლაპარაკობენ, მართალია, მათი არ მჯერა, მაგრამ თუ ისინი დაგვანახებენ, რომ ნამდვილად სურთ ეს, მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა დასხდნენ. მოლაპარაკებათა მაგიდა უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე არ იქნება. ამიტომ ეს მოლაპარაკებები პირდაპირი უნდა იყოს.

შეგვიძლია ვილაპარაკოთ შუამავლებით, შეგვიძლია ვილაპარაკოთ მათ გარეშეც - სიმართლე გითხრათ, ჩენთვის სულერთია, თუ რუსეთი მზად არის ომი დაასრულოს, რაც იმას ნიშნავს, რომ გავიდეს ჩვენი ტერიტორიებიდან, ნებისმიერ მომენტში ასეთი ფორმატისთვის პირადად მზად ვარ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ „დღეს მხოლოდ პრეზიდენტი პუტინი წყვეტს, რუსეთის არმია გაჩერდება თუ არა, იმიტომ რომ რუსეთის ტერიტორიაზე არის ერთი ადამიანი, რომელიც ყველაფერს წყვეტს რუსეთის მოქალაქეებისა და რუსი სამხედროებისთვის“. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყოველდღიურად უკრაინის საზოგადეობის მხარდაჭერა რუსეთთან დიალოგის მიმართ, მცირდება, რადგან რწმენა არ არსებობს.  

„მაგრამ მიმაჩნია, რომ როგორი რთულიც არ უნდა იყოს, უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი შესაძლებლობა, რათა ომი დამთავრდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge