შსს-მ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა
- სამართალი
- 25.02.2016
- 14:27
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებოღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ზამირ ვ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ელჩინ ი-ს თანამზრახველია, რომელმაც მიმდინარე წლის 19 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, ფონიჭალაში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ სამირა ბ-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. ელჩინ ი-ს სხვა თანამზრახველების დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლისმე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით).