primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

თქვენ მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაში არ ჩაწერილიყო - სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 14.06.2022
  • 21:39
თქვენ მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაში არ ჩაწერილიყო - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ არ გაწიეს სათანადო მუშაობა, რათა ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაში არ ჩაწერილიყო. ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე. გასული წლის 19 ივლისის ბათუმის ასოცირებული ტრიოს დეკლარაცია, რომელსაც ჩვენი ინიციატივით მოეწერა ხელი, იყო ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი; მაშინ ცხადი იყო, რომ საქართველოს ეჭირა მოწინავე პოზიცია. გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, როცა ერთი წლის შემდეგ საქართველო მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილას. გაფუჭებული საქმე აშკარად გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით, პირველი არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, ყველაზე ნათლად გამოჩნდა ეს იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ასეთი ტექსტი, თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა იმ ევროპარლამენტის პარტიებთან, ვინც მონაწილეობას იღებდნენ ამ რეზოლუციის მომზადებაში. ეს ეხებოდა ყველა პარტიას. ოპოზიცია, თავისი მხრივ, მუშაობდა საკუთარი მიზნების მისაღწევად, მთავრობას კი ის სამუშაო, რაც მას ევალებოდა, ამ პარტიას არ ჩაუტარებია, არჩია ხან დუმილით, ხან შეურაცხყოფით პასუხი სერიოზულ კითხვებზე. შედეგიც მიიღო. უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე რამე გადწყვეტილების დაანონსება, რომლის ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობდა.

საზოგადოება არ უნდა იყოს შეცდომაში შეყვანილი, ეს რეზოლუცია ამ ეტაპზე მხოლოდ ერთგვარი გაღიზიანების გამოხატულებაა, რადიკალური ოპოზიცის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილის და უმოქმედობის შედეგია, არ წარმოადგენს ჯერ არც გადაწყვეტილებას, არც მზაობას ევროკავშირი მხრიდან ასეთ ზომებს მიმართოს. სიმართლეს არ წარმოადგენს ასევე განაცხადი, რომ ვითომცდა, იყოს უკვე გაცხადებული რამე ფორმით ე.წ. ირიბად მომუშავე სანქციები. ეს ბუნდოვანება მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ გადაიფაროს იმათი დანაშაული, ვისაც ეს მუშაობა ევალებოდა და ვინც ყველაფერი არ ეცადა, რათა ეს უსამართლობა ქვეყნისთვის და მთავრობის ყოფილი მეთაურისთვის აეცილებინათ თავიდან. ამ დანაშაულზე პასუხი კონსპირაციული თეორიებით, ანტიევროპული განცხადებებით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა. საკუთარი დაუდევრობის, მმართველ პარტიაზე ვლაპარაკობ, გადაფარვის მცდელობაა ასევე ჩემზე გადაბრალება რომ ვითომც მე დავსვი რაღაცა ტოლობის ნიშნები და არა ის, რომ თქვენ მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ რიგში არ ჩაწერილიყო. თქვენ უნდა მიხედოთ ამ საქმეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge