png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გერმანიის პოლიტიკური წრეები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან

  • პოლიტიკა
  • 15.06.2022
  • 10:30
გერმანიის პოლიტიკური წრეები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან

გერმანიის გარკვეული პოლიტიკური წრეები, მათ შორის კი ოპოზიციური ფრაქცია CDU/CSU საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან, რასაც თავის მხრივ, გერმანული მედია აქტიურად აშუქებს.

გავრცელებული ინფორმაციით, CDU/CSU-ს მიერ შემუშავებულ რეზოლუციაში, ფრაქცია მოუწოდებს ფედერალურ მთავრობას მხარი დაუჭიროს და ადვოკატირება გაუწიოს 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე სამივე ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას. ფრაქციის ევროპის პოლიტიკის სპიკერის, გუნტერ კრიხბაუმის განცხადებით, სამი ქვეყნისთვის ევროკავშირის კარის გახსნა, თავად ევროკავშირის ინტერესებშია. გამომდინარე იქიდან, რომ გაწევრიანების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, ფრაქცია ითხოვს სამი ქვეყნის სრულ გაწევრიანებამდე ახალი მოდელის შექმნას, რომელიც ამ ქვეყნების ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო დაკავშირებას გახდის შესაძლებელს, მათ შორის საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროებში.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის ტექსტზე დისკუსია და კენჭისყრა ჯერ უნდა გაიმართოს ფრაქციის ფარგლებში, ფრაქციის მიერ დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში კი, დოკუმენტი წარედგინება ბუნდესტაგს, სადაც გაიმართება დებატები და კენჭისყრა. რეზოლუციის პროექტის სახელწოდებაა „უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭება“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge