png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველო რამშტაინის ფორმატის შეხვედრას დაესწრება

  • პოლიტიკა
  • 15.06.2022
  • 18:22
საქართველო რამშტაინის ფორმატის შეხვედრას დაესწრება

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზეა მიწვეული, სადაც უკრაინის საკონტაქტო ჯგუფია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უკრაინას იარაღით ვერ ეხმარება, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭუშლაძემ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოწვევა ნატოს ყველა ფორმატში გამართულ შეხვედრებზე. ერთი წლის განმავლობაში უკვე მეოთხედ ვართ მოწვეული ნატოს მინისტერიალზე. დღეს პირველად მე დავესწრები რამშტაინის ფორმატში შეხვედრას, სადაც არის უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უკრაინას იარაღით ვერ ეხმარება, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მაინც მიიწვიეს აღნიშნულ ფორმატში. ჩვენ ორმხრივი შეხვედრები გავმართეთ ფინეთთან, ბულგარეთთან და თურქეთთან. ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები. ვისაუბრეთ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს ყველა ამოცანა გადაიჭრება“,- აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

დღეს ბრიუსელში გაიმართება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად მოქმედი საკონტაქტო ჯგუფის სხდომა, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი უხელმძღვანელებს.

შეხვედრას 45-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის ხელმძღვანელი, ასევე ნატო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრებიან. 

აღნიშნულ ფორმატში პირველად მიიღებენ მონაწილეობას საქართველო, მოლდოვა და ეკვადორი. შეხვედრაზე იმსჯელებენ, ვის რა სამხედრო დახმარების აღმოჩენა შეუძლია უკრაინისთვის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge