png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ევროკავშირის ქვეყნები გაზს ისრაელიდან და ეგვიპტიდან მიიღებენ

  • მსოფლიო
  • 15.06.2022
  • 19:35
 ევროკავშირის ქვეყნები გაზს ისრაელიდან და ეგვიპტიდან მიიღებენ

ევროკავშირმა ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში ხელი მოაწერა ისრაელთან და ეგვიპტესთან შეთანხმებას ევროპისთვის გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე.

შეთანხმების თანახმად, ისრაელი საგრძნობლად გაზრდის ბუნებრივი აირის მიწოდებას ეგვიპტეში, სადაც ის გათხევადდება და გაიგზავნება ევროპის ბაზრებზე.

ისრაელში უკვე შესწავლილი გაზის საბადოების მოცულობა 1 ტრილიონ კუბურ მეტრს აჭარბებს.

თავის მხრივ, ევროკავშირი ისრაელსა და ეგვიპტეს დაეხმარება, გაზარდონ ბუნებრივი აირის მოპოვება და თავიანთ ტერიტორიულ წყლებში გაზის ახალი საბადოების სადაზვერვო სამუშაოები აწარმოონ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაზის იმპორტის ახალი შეთანხმებები ხელს შეუწყობს რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების დაძლევას. უკანასკნელი მონაცემებით, რუსეთის გაზი ევროკავშირის მიერ იმპორტირებული მთელი გაზის 40%-ს შეადგენს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოითხოვს გაზის იმპორტის ახალი წყაროების მოძიებას.

ფონ დერ ლაიენის თქმითვე, მიღწეული შეთანხმება „დიდი ნაბიჯია ევროპის ენერგომომარაგებაში, ასევე ეგვიპტის რეგიონალურ ენერგეტიკის ცენტრად გადაქცევაში“.

ამასთან, აქტიურად განიხილება მიწოდების კიდევ ერთი შესაძლო მარშრუტი: გაზსადენი, რომლის გაყვანაც თურქეთის ტერიტორიაზე იგეგმება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge