primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, "ოცნება" კარგავს ამომრჩეველთა ნახევარზე მეტს, რაც "გორბი"-მაც აღმოაჩინა, მაგრამ არ გამოაქვეყნა - ოქრიაშვილი

  • პოლიტიკა
  • 15.06.2022
  • 16:52
ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, "ოცნება" კარგავს ამომრჩეველთა ნახევარზე მეტს, რაც "გორბი"-მაც აღმოაჩინა, მაგრამ არ გამოაქვეყნა - ოქრიაშვილი

პრეზიდენტის განცხადებასა და გორბის კვლევას შორის იკვეთება პირდაპირი კავშირი, - აცხადებს პარტია "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი.

ოქრიაშვილის თქმით, ივანიშვილის „ოცნებამ“, ბოლო ერთი თვეა, გახსნა საინფორმაციო ფრონტი ევროკავშირის წინააღმდეგ. 

"თუ „ოცნებას“ გულწრფელად სურს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, მომავალი მთავარი პარტნიორის წინააღმდეგ მის მიერ პროპაგანდისტული ომის გაჩაღება ლოგიკას მოკლებულია. აშკარაა, „ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკავშირმა არ მოგვანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ამ თამაშში ჩაბმულ ივანიშვილს გამოეპარა მთავარი გარემოება: საკუთარი ამომრჩეველი დააყენა არჩევანის წინაშე - ან ევროპა, ან ივანიშვილი.

შედეგად, ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, „ოცნება“ კარგავს ამომრჩეველთა ნახევარზე მეტს, რადგან მათივე მხარდამჭერების აბსოლუტური უმრავლესობა პროევროპულად არის განწყობილი. ეს „გორბი“-მაც აღმოაჩინა, მაგრამ არ გამოაქვეყნა და ამ ფაქტს სხვა მიმდინარე კვლევებიც ადასტურებს. ასევე, არ გამოაქვეყნეს პასუხი კიდევ ერთ კითხვაზე - ივანიშვილმა რომ მოუწოდოს ქართველ ხალხს მეორე ფრონტის გახსნისკენ, დაეთანხმებიან, თუ არა. პასუხი ასეთია: მოსახლეობის 99%-ზე მეტს არ სურს ომი და არ აქვს მნიშვნელობა, ამისკენ ვინ მოუწოდებს, თუნდაც ეს იყოს ივანიშვილი.

პრეზიდენტის გამოსვლა და 16 ივნისს დაანონსებული მიტინგი ემსახურება „ოცნების“ გამოაშკარავებული პრორუსულობის გამო დაკარგული ამომრჩევლის დაბრუნებას. ეს მორიგი თაღლითური სვლაა პოლიტიკაში. ვფიქრობ, არც საქართველოს მოსახლეობა და არც ევროპული საზოგადოება აღარ მოტყუვდება.

დასკვნა, რომელიც 17 ივნისს უნდა გამოქვეყნდეს, უკვე დაწერილია და 16 ივნისის მიტინგი მასზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. ბატონმა ივანიშვილმა არ გაატარა შეთანხმებული და მოთხოვნილი დემოკრატიული რეფორმები და ამით ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო ევროკავშირში არ მიიღონ. იმედს ვიტოვებ, ევროკავშირი გაითვალისწინებს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის, 90 %-ის სურვილს და მოგვანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს პირობით, რომ დემოკრატიული რეფორმები უსწრაფესად განხორციელდება, რის გარანტიც სწორედ მოსახლეობის ეს 90 % იქნება.

ვუერთდები 20 ივნისის ზეპარტიულ, მშვიდობიან აქციას და ყველას მოვუწოდებ მასში მონაწილეობისკენ", აცხადებს ოქრიაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge