კიევში მაკრონს, შოლცსა და დრაგის, რუმინეთის პრეზიდენტიც შეუერთდა
- მსოფლიო
- 16.06.2022
- 13:19
რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი დილით მატარებლით ჩავიდა კიევში, სადაც საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებს შეუერთდება.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ტრიოსთან შეერთება იოჰანისს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შესთავაზა.
„ტრიოს ვიზიტის მომზადების დროს ცნობილი გახდა, რომ აღმოსავლეთ ევროპელის ჩასვლაც {კიევში], როგორც ევროპის ერთიანობის სიმბოლო, კარგი იდეა იქნებოდა“, - წერს გამოცემა.
იოჰანისი კიევში დამოუკიდებლად ჩავიდა.
უკრაინის მხარდასაჭერად კიევში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ჩავიდნენ.
ევროპელი ლიდერები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200