png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოში, ევროპის ეროვნული საფოსტო ოპერატორების გაერთიანების "Post Europ"-ის თემატიკით შექმნილი საფოსტო მარკების "Europa 2022"-ის პრეზენტაცია გაიმართა

  • საზოგადოება
  • 16.06.2022
  • 17:06
საქართველოში, ევროპის ეროვნული საფოსტო ოპერატორების გაერთიანების "Post Europ"-ის თემატიკით შექმნილი საფოსტო მარკების "Europa 2022"-ის პრეზენტაცია გაიმართა

16 ივნისს, "საქართველოს ფოსტის" ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზის მხარდაჭერით, ევროპის ეროვნული საფოსტო ოპერატორების გაერთიანების "PostEurop" - ის თემატიკით "მითები და ისტორიები" შექმნილი საფოსტო მარკების "Europa 2022" – ის პრეზენტაცია გაიმართა.

მარკებზე, რომლებიც მიმოქცევაშია ივნისის თვიდან, გამოსახულია ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები "მედეა მიფრინავს იაზონთან" და "ლეგენდა თბილისის დაარსებაზე".

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციის ფარგლებში, "საქართველოს ფოსტასა" და ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს "Post Europ" - ის თემატიკით შექმნილი "Europa 2022" - ის საერთაშორისო საკონკურსო მარკის პოპულარიზაციას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და ლადო გუდიაშვილის ფონდის დავმჯდომარემ ელისაბედ ლორთქიფანიძემ.

პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, აგრეთვე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილემ ევია კოტანმა.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად, ევროპის ეროვნული საფოსტო ოპერატორების გაერთიანების "PostEurop" - ის ორგანიზებით, ევროპული მარკების "Europa" - ის საერთაშორისო კონკურსი იმართება. ევროპული მარკების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ "PostEurop" - ის წევრი ქვეყნების ეროვნულ საფოსტო ოპერატორებს. ქვეყნებს შორის, რჩეული მარკა გამოვლინდება ხმის მიცემის საშუალებით, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით, ახორციელებენ რიგითი მოქალაქეები,

"Europa" - ის საფოსტო მარკები, მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მარკებს წარმოადგენს, რომლის მრავალფეროვანი თემატიკა ხაზს უსვამს ევროპული ქვეყნების საერთო ფესვებს კულტურულ და ისტორიულ ჭრილში.

ხმის მიცემა გრძელდება 2022 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით.

მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე.

ღონისძიება გაიმართა ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge