png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსეთი არც თეთრია და არც ფუმფულა, ჩვენ არ გვრცხვენია ვაჩვენოთ, როგორებიც ვართ - ლავროვი

  • მსოფლიო
  • 17.06.2022
  • 00:41
რუსეთი არც თეთრია და არც ფუმფულა, ჩვენ არ გვრცხვენია ვაჩვენოთ, როგორებიც ვართ - ლავროვი

„ჩვენ არ შევჭრილვართ უკრაინაში. ჩვენ გამოვაცხადეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, როდესაც აღარ დაგვრჩა არანაირი საშუალება დასავლეთისთვის აგვეხსნა, რომ ის ეწევა დანაშაულებრივ საქმიანობას, როდესაც უკრაინას ნატო-ში მიათრევს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

მსგავსი რიტორიკით არაერთხელ გამოსულა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც, ის ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ უკრაინაში დაიწყო „სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება“. უკრაინაში ჩავიდა „ასობით უცხოელი მრჩეველი“ და საფრთხე „ყოველდღე მატულობდა“.

„რუსეთმა აგრესიას მტკიცე პასუხი გასცა“, - განაცხადა პუტინმა და აღნიშნა ,რომ ეს ყო „ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“, რომელიც „სუვერენულმა“ ქვეყანამ მიიღო.

ჟურნალისტმა, ლავროვთან საუბრისას მაგალითად მოიყვანა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიშელ ბაჩელეს სიტყვები, რომლებიც მან მაისში წარმოთქვა. უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ ჩერნიჰოვის ოლქში, სოფელ იაგოდნოეში რუსმა სამხედროებმა 28 დღის განმავლობაში სკოლის სარდაფში გამოკეტეს 360 ადამიანი, მათ შორის 74 ბავშვი  და ხუთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. რუსები მათ არ აძლევდნენ საპირფარეშოს გამოყენების შესაძლებლობას, არ აძლევდნენ წყალს. გარდაიცვალა 10 ხანდაზმული ადამიანი.

„ეს ნაციზმთან ბრძოლაა?“ - ჰკითხა ლავროვს ჟურნალისტმა.

„სამწუხაროდ, უცხოელი თანამდებობის პირები, მათ შორის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ასევე, მათ შორის ჩემდა სამწუხაროდ, გაეროს გენერალური მდივანი და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლები დასავლეთის ზეწოლის ქვეშ არიან. და ძალიან ხშირად, გამოდიან იმ ყალბი ამბების რუპორებად, რომელსაც დასავლეთი ავრცელებს“, - უპასუხა ლავროვმა.

„ანუ გამოდის, რომ რუსეთი ისევ  თეთრი და ფუმფულაა“? - ჰკითხა ჟურნალისტმა.

„არა, რუსეთი არც თეთრია და არც ფუმფულა, რუსეთი ისეთია, როგორიც არის და ჩვენ არ გვრცხვენია ვაჩვენოთ, როგორებიც ვართ,“ - თქვა ლავროვმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge