ჩხოროწყუში საზოგადოებრივი ცენტრის შენობა, სავარაუდოდ, ბანკომატის მოპარვის მიზნით ააფეთქეს
- სამართალი
- 17.06.2022
- 12:25
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში საზოგადოებრივი ცენტრის შენობა ააფეთქეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი ცენტრის შენობა ბანკომატის მოსაპარად ააფეთქეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200