png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რაც უფრო მალე შეასრულებთ პირობებს, მით უფრო მალე იქნება პროგრესი - ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოზე

  • პოლიტიკა
  • 17.06.2022
  • 15:18
რაც უფრო მალე შეასრულებთ პირობებს, მით უფრო მალე იქნება პროგრესი - ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოზე

რაც უფრო მალე შეასრულებთ პირობებს, მით უფრო მალე იქნება პროგრესი, - განაცხადა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმისთ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარები ღიაა, თუმცა საჭიროა პირობების დაკმაყოფილება.

"უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის, რომ მიიღოს ევროპული პერსპექტივა. კარები ფართოდ არის ღია და ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, რომ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა წინ წაიწიოს მთელმა ქვეყანამ და აჩვენოს, რომ გსურთ აქტიურად ჩაერთოთ ამ პროცესში. თქვენზე არის დამოკიდებული, რაც უფრო მალე შეძლებთ ამ პირობების დაკმაყოფილებას, მით უფრო მალე მიაღწევთ პროგრესს, შესაბამისად, საქართველოს ხელშია, რომ დააჩქაროს ეს პროცესში და წაიწიოს წინ ამ ღია კარებისკენ", - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მანამდე, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა იმ ნაბიჯების შესახებ, რომლის გადადგმასაც საქართველოსგან მოელიან.

ვარჰეის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება. მან ასევე შარლ მიშელის შეთანხმების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

"ჩვენ გვსურს ყველა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა და იმ შეთანხმების შესრულება, რომელიც მიღწეული იყო ევროკავშირის შუამავლობით. ეს ასევე მოიცავს მართლმსაჯულების რეფორმას, რადგან ეს შეთანხმება ეხება ამ საკითხსაც. ასევე გვჭირდება პროგრესი კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ ასევე გვჭირდება ბრძოლის გაძლიერება ორგანიზებულ დანაშაულთან, გვჭირდება აქტიური, ჯანსაღი გამოძიება, გასამართლება და სანდო შედეგებზე დაფუძნებული ისტორია. და ბოლოს, ფუნდამენტურ უფლებებზე ჩვენ გვჭირდება, რომ გრანტირებული იყოს თავისუფალი, პროფესიონალური და პლურალისტული და დამოუკიდებელი მედიაგარემო ჟურნალისტებისთვის", - განაცხადა ევროკომისარმა.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. საქართველოს კი სტატუსის მისაღებად პირობების დაკმაყოფილება მოუწევს.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო ივნისის ბოლოს მიიღებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge