png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩვენ მოვახერხეთ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ ევროკავშირისკენ - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 17.06.2022
  • 15:48
ჩვენ მოვახერხეთ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ ევროკავშირისკენ - ირაკლი კობახიძე

რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველოს ჰქონდა ყველა ხელშესახები წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასევე ვიზალიბერალიზაცია სწორედ ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიღწევებია.

"ახლა უკვე ევროპული პერსპექტივის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტლებაც არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. მიუხედავად იმისა, რომ იყო უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორი, ჩვენ მოვახერხეთ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ ევროკავშირისკენ. დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორედ ძალიან მკაფიო მხარდაჭერა, რომელიც გამოხატა ევროკავშირმა ჩვენი ევროპული მისწრაფებების მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის მიერ ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას საქართველო მრავალი წლის მანძილზე ელოდა.

"ევროკავშირის მიერ ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას საქართველო მრავალი წლის მანძილზე ელოდა. მოხარული ვართ, რომ დღეს ეს პერსპექტივა ევროპულმა კომისიამ ოფიციალურად აღიარა", - თქვა კობახიძემ.

კობახიძემ უკრაინასა და მოლდოვას მიულოცა კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის პოზიტიური დასკვნა.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. საქართველოს კი სტატუსის მისაღებად პირობების დაკმაყოფილება მოუწევს.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო ივნისის ბოლოს მიიღებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge