png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სამოქალაქო ინიციატივა "გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" ხელისუფლებას მოუწოდებს ევროკავშირის სტატუსის მისაღებად რეფორმები დაუყოვნებლივ დაიწყოს

  • პოლიტიკა
  • 17.06.2022
  • 15:49
სამოქალაქო ინიციატივა "გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" ხელისუფლებას მოუწოდებს ევროკავშირის სტატუსის მისაღებად რეფორმები დაუყოვნებლივ დაიწყოს

სამოქალაქო ინიციატივა "გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" ხელისუფლებას მოუწოდებს ევროკავშირის სტატუსის მისაღებად რეფორმები დაუყოვნებლივ დაიწყოს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მიმართ კომისიის მოსაზრებები უკიდურესად კრიტიკულია, და  უკრაინისა და მოლდოვისაგან განსხვავებით არ შეიცავს რეკომენდაციას წევრობის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებასთან დაკავშირებით.

"საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მიმდინარე პროცესისადმი და მიზანმიმართული, დამაზიანებელი ნაბიჯები, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ძირს უთხრიდა ჩვენი ქვეყნის ისტორიულ შესაძლებლობას - გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი. 

მიუხედავად შექმნილი მძიმე მდგომარეობისა, ევროკავშირი არ აპირებს ქართველი ხალხის მიტოვებას და ამის დასტურია ის ჩამონათვალი, რომელთა შესრულების შემთხვევაში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღება გარანტირებული იქნება. 24 ივნისამდე ჯერ კიდევ არის შანსი, ხელისუფლების უმაღლესმა კონსტიტუციურმა ორგანოებმა სწრაფად გადადგან ნაბიჯები შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად და ამით ძლიერი გზავნილი გაუგზავნონ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებს, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების წინ.

ევროკომისიის მოსაზრების თანახმად, რომელიც ასახავს საქართველოში არსებულ რეალობას, კანდიდატობის სტატუსის მიღებისთვის აუცილებელია:

ე.წ. შარლ-მიშელის შეთანხმების სულისკვეთებით პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება;

ყველა სახელმწიფო უწყების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერება, მათზე დემოკრატიული ზედამხედველობის უზრუნველყოფა;

საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება;

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა;

ანტიკორუფციული რეფორმა;

საქართველოს დეოლიგარქიზაცია;

ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის გაზრდა;

მედია გარემოს გააუმჯობესება;

ადამიანის უფლებების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების დაცვა;

გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა;

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე;

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება;

სახალხო დამცველის არჩევის პროცესში დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა;

ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, გამოავლინონ მზაობა ზემოხსენებული საკითხების გადასაწყვეტად და გადავიდნენ მოქმედებაზე, რათა 24 ივნისამდე უზრუნველყონ კონკრეტული ინიციატივების მიღება და ძირითადი დამაბრკოლებელი ბარიერების მოხსნა. 

ჩვენის მხრივ, მზად ვართ სახელმწიფო ორგანოებს გადავცეთ ჩვენს მიერ წლების მუშაობის შედეგად შექმნილი ცვლილებების პაკეტები", აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge