png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველო ურყევად ივლის იმ გზაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის დაანონსებული - მამუკა მდინარაძე

  • პოლიტიკა
  • 17.06.2022
  • 18:29
საქართველო ურყევად ივლის იმ გზაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის დაანონსებული - მამუკა მდინარაძე

პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ყველა ობიექტური კრიტერიუმით პირველ ადგილზეა, ბუნებრივია ჩვენია და ნეგატიურ თემებთან დაკავშირებითაც ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, ამას ვერავინ გაექცევა. ობიექტური კრიტერიუმებიდან გამომდინარე, საქართველო ასოცირებულ ტრიოში არის პირველ ადგილზე და თუკი საუბარია პრობლემებზე, გამოწვევებზე, ომზე, აქ ბოლო ადგილზეა, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯრომარემ მმართველი პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველო ურყევად ივლის იმ გზაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის დაანონსებული და მისი ევროპული პერსპექტივა რომ გარდაუვალია, ეს თქვეს ევროპელმა ლიდერებმა დღეს. 

"ამ მიმართულებით, სამწუხაროდ შეუდარებლად დიდი პრობლემები აქვს უკრაინას; ოკუპანტი ქვეყანა ახორციელებს ომს და პრობლემების ის პირველ ადგილზეა. მას სჭირდებოდა მორალური მხარდაჭერა, გარკვეული წახალისება და ევროპამ მასთან მიმართებით ეს სწორი ნაბიჯი გადადგა, ასევე მძიმე მდგომარეობაშია (არა ამდაგვარად) მოლდოვა, სადაც ნახევარი მილიონი ლტოლვილია მეგობარი უკრაინიდან. 2.5 მილიონიან ქვეყანაში. იქაც პრობლემები ბევრია, მეტი პოტენციალი ჰქონდა, თუმცა მხოლოდ 1%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა და რა თქმა უნდა მასაც სჭირდებოდა გარკვეული წახალისება.

მესამე ქვეყანა ესაა საქართველო, რომელსაც ევროპული პერსპექტივა მიანიჭეს და გარკვეული დათქმები ისევე როგორც მოლდოვას და უკრაინას აქვს, ოღონდ ის დათქმები იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ჩვენც გვაქვს და ამ თანაბარი დათქმების პირობებში გადაგვივადეს კანდიდატის სტატუსი მონიჭება, თუმცა ევროპული პერსპექტივის აღიარება უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. შეიძლება მეტს ველოდით, მეტის სურვილი გვქონდა, მაგრამ რომ არა უკრაინაში წარმოებული ომი, საერთოდ არ იქნებოდა ამ თემაზე საუბარი, ამიტომ პრიორიტეტი უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა. საქართველო ურყევად ივლის იმ გზაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის დაანონსებული და მისი ევროპული პერსპექტივა რომ გარდაუვალია, ეს თქვეს ევროპელმა ლიდერებმა დღეს", - განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge