png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჯოჯოხეთი გველოდება დედამიწაზე, თუ ეს წყეული ომი არ დასრულდება - გაერო

  • მსოფლიო
  • 18.06.2022
  • 10:53
ჯოჯოხეთი გველოდება დედამიწაზე, თუ ეს წყეული ომი არ დასრულდება - გაერო

მსოფლიოს ჯოჯოხეთი ელოდება დედამიწაზე, თუ ომი უკრაინაში არ დასრულდება და არ გაიხსნება პორტები: დეფიციტმა, შესაძლოა, გამოიწვიოს იმ ქვეყნების დესტაბილიზაცია, რომლებიც უკრაინიდან და რუსეთიდან ექსპორტზე არიან დამოკიდებული. ამის შესახებ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორმა დევიდ ბიზლიმ განაცხადა, იუწყება The Guardian

„ჯერ კიდევ უკრაინის კრიზისამდე ჩვენ წავაწყდით უპრეცენდენტო გლობალურ სასურსათო კრიზისს СOVID-19-სა და საწვავზე ფასების ზრდის გამო. მაშინ ვფიქრობდით, რომ ამაზე უარესი არაფერი იქნებოდა, მაგრამ ეს ომი დამანგრეველია. ძალიან საშიში დროა... ჩვენ გვემუქრება ჯოჯოხეთი დედამიწაზე, თუ სათანადო პასუხს არ გავცემთ. კარგი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ სწორედ ახლა, ის არის, რომ დავასრულოთ ეს წყეული ომი რუსეთსა და უკრაინას შორის და გავხსნათ პორტები,“ - თქვა ბიზლიმ.

მისი თქმით, თუ კრიზისი არ მოგვარდება, ეს გამოიწვევს შიმშილობას, დესტაბილიზაციასა და მასობრივ მიგრაციას. მისივე თქმით, 2007-2009 წლების ეკონომიკური კრიზისის შემდეგ მსოფლიოს 48 ქვეყანაში იფეთქა არეულობებმა, რადგან სასაქონლო ფასები და ინფლაცია გაიზარდა, ეკონომიკური ფაქტორები კი, რომლებიც ამჟამად გაგვაჩნია, იმაზე უარესია, ვიდრე 15 წლის წინ იყო.

ბიზლის თქმით, არეულობები უკვე ფიქსირდება შრი-ლანკაში, პროტესტებია ტუნისში, პაკისტანსა და პერუში, დესტაბილიზაცია შეინიშება ბურკინა-ფასოში, მალიში, ჩადიში და ეს მხოლოდ დასაწყისია.

უკრაინა ყოველწლიურად აწარმოებს საკმარის პროდუქტს იმისათვის, რომ გამოკვებოს 400 მლნ ადამიანი - მსოფლიო მასშტაბით მზესუმზირის ზეთის 42%-ს, სიმინდის 16%-ს და ხორბლის 9%-ს. გაერო უკრაინიდან იღებს ხორბლის 40%-ს თავისი სასურსათო დახმარების პროგრამებისთვის.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge