რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინაში 33 350-მდე სამხედრო დაკარგა - გენშტაბი
- მსოფლიო
- 18.06.2022
- 11:08
რუსეთმა უკრაინაში წარმოებულ დამპყრობლურ ომში უკვე 33 350 -მდე სამხედრო დაკარგა.
ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს. 24 თებერვლის შემდეგ რუსეთმა დაკარგა:.
პირადი შემადგენლობა: დაახლოებით 33 350 ;
ტანკი - 1 465;
საბრძოლო ჯავშანმანქანა - 3 573;
საარტილერიო სისტემა - 739;
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 233;
საჰაერო თავდაცვის სისტემა - 98;
თვითმფრინავი - 216;
ვერტმფრენი - 180;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავმზიდი - 2 513 ;
გემი/კატერი - 14;
ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 594;
სპეციალური ტექნიკა - 55;
ფრთოსანი რაკეტა - 129;
გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება, ამიტომ რუსეთის დანაკარგი, შესაძლოა, მეტი იყოს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200