png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

Reuters: უკრაინისთვის ამერიკული საბრძოლო დრონების მიყიდვის პროცესი შეჩერებულია

  • მსოფლიო
  • 18.06.2022
  • 17:57
Reuters: უკრაინისთვის ამერიკული საბრძოლო დრონების მიყიდვის პროცესი შეჩერებულია

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ბაიდენის გეგმა უკრაინისთვის ოთხი საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატის მიყიდვის შესახებ შეჩერებულია საფრთხის გამო, რომ ამერიკული სათვალთვალო აღჭურვილობა, შესაძლოა, მტერს ხელში ჩაუვარდეს.

ავიატექნიკის გაყიდვასთან დაკავშირებით ტექნიკური წინააღმდეგობა წარმოიშვა პენტაგონის თავდაცვის ტექნოლოგიების უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ჩატარებული  ღრმა განხილვისას, რომელსაც ევალება დაიცვას ძვირადღირებული ტექნოლოგიები მტრის ხელში ჩავარდნისგან. როგორც Reuters-ს წყაროებმა განუცხადეს, აღნიშნული გეგმა, რომელიც მარტიდან ცირკულირებს,  მანამდე თეთრმა სახლმა დაამტკიცა.

უკრაინისთის ოთხი დრონის MQ-1C Gray Eagle-ის მიყიდვIს გეგმის შესახებ ინფორმაცია პირველად Reuters-მა ივნისში გაავრცელა, დრონები აღჭურვილი იქნებოდა Hellfire-ს რაკეტებით, რუსეთის არმიის წინააღმდეგ საბრძოლო ველზე გამოყენებისთვის.

დრონების ექსპორტის  მიმართ წინააღმდეგობა გაჩნდა საშიშროების გამო, რომ ტექნოლოგიები, რომლებიც ჩართულია დრონებიდან სათვალთვალო აღჭურვილობაში, ასევე რადარებში, რუსი სპეცილისტების ხელში ჩავარდნის შემთხვევაში შეერთებული შტატების უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნიდა. 

წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ ეს ალბათობა არ იყო გათვალისწინებული პირველი განხილვის დროს, თუმცა პენტაგონში გასული კვირის ბოლოს გაჟღერდა.

როგორც Reuters-ს ამერიკის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა უთხრა, გარიგების განხორციელების გადაწყვეტილება ამ დროისათვის განიხილება პენტაგონის მაღალ ინსტანციებში, თუმცა მისი მიღების ვადები გაურკვევლია. 

Reuters-ის წყარო განმარტავს, რომ გაყიდვის პროცესის დასაჩქარებლად ერთ-ერთი გამოსავალი იქნებოდა არსებული რადარისა და სენსორების კომპლექტის შეცვლა ნაკლებად რთული აღჭურვილობით, მაგრამ ამას შესაძლოა, თვეები დასჭირდეს.

თუ დრონების გაყიდვის პროცესი გაგრძელდება, კონგრესს ექნება მისი დაბლოკვის შესაძლებლობა, მაგრამ Reuters-ის წყაროების თქმით, ეს ნაკლებად სავარაუდოა.  

საბიუჯეტო დოკუმენტების თანახმად, აღნიშნული დრონის ღირებულება 10 მლნ დოლარს შეადგენს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge