png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

შშმ პირები: ევროკავშირის სტატუსის შანსის ხელიდან გაშვება ჩვენთვის კატასტროფული იქნება

  • საზოგადოება
  • 18.06.2022
  • 18:46
შშმ პირები: ევროკავშირის სტატუსის შანსის ხელიდან გაშვება ჩვენთვის კატასტროფული იქნება

18 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობითმა ორგანიზაციებმა და შშმ აქტივისტებმა თემისთვის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ხელისუფლებისგან მოითხოვეს, დათქმულ ვადაში შეასრულოს ევროკავშირის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო პირობები, რომ არ შეფერხდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი.

"შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეები დიდი იმედით გავიმსჭვალეთ ევროინტეგრაციის დაჩქარებული შესაძლებლობის მიმართ, რომელიც უკრაინის ომის შემდეგ გამოჩნდა. ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია...ჩვენ ვცხოვრობთ იმედით, რომ ამ პროცესის დაჩქარებით უფრო ნაკლები ადამიანი დაიღუპებოდა ჩვენგან ამ პერიოდი. ახლა როგორც ჩანს, დაჩქარდა კი არა, შეიძლება კიდევ მეტად დავშორდეთ ამ პერსპექტივას. ევროპა გვთავაზობს მიდგომებს, რაც არის თანასწორობა, კანონის უზენაესობა, ადამიანების პატივისცემა. ერთადერთი ადგილი, სადაც ეს შესაძლებელია, არის ევროპა", - განაცხადა გიორგი ახმეტელმა, "მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის" წარმომადგენელმა.

ევროკომისიამ საკუთარ დასკვნაში პრიორიტეტული საკითხების ჩამონათვალში დააკონკრეტა, რომ საჭიროა მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვა, რომელსაც სწორედ ეს ჯგუფი მიეკუთვნება. საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, თემი კვლევა რჩება ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად და იზოლირებულ ჯგუფად და ევროინტეგრაცია ერთადერთი გზაა, რაც ღირსეულ და თანასწორ გარემოს შექმნის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის.

"ჩვენთვის, მშობლებისთვის, მთავარი სადარდებელი ისაა, თუ როგორ იარსებებენ ჩვენი შვილები ჩვენ გარეშე ამ სახელმწიფოში. ერთადერთი ჩვენი სიმშვიდის გარანტია ევროპული სივრცეა და ის ადამიანები, სადაც ადამიანებს პატივს სცემენ, რომ არ იქნებიან ინსტიტუციებში, გაიზრდებიან ოჯახებში, ექნებათ ხელმისაწვდომობა დასაქმებაზე, განათლებაზე და იქნებიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. ევროპის კარის დიდი ხნით დაკეტვა ჩვენი თემისთვის კატასტროფა იქნება", - ამბობს ლია ტაბატაძე, დაუნის სინდრომის ასოციაცია.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თემი მზად არის, ჩაერთოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში.

"ჩვენ ევროპიდან ვიღებთ პრაქტიკას, კვლევებს, ექსპერტული დახმარებით მივაღწიეთ საკმაოდ კარგ შედეგებს, მაგრამ ბოლომდე მისასვლელად გვჭირდება ევროინტეგრაციის პროცესის წწარმატებით დასრულება. მნიშვნელოვანია, რომ მინიმუმ, სახელმწიფოსგან მოვითხოვოთ პირობების შესრულება და გავაკეთოთ ყველაფერი პროცესში ჩართულობისთვის", - თქვა ოლგა კალინამ, ფსიქიატრიის სერვის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელის თავმჯდომარე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge