png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

"ევროპული საქართველო" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, "დეოლიგარქიზაციის" კამპანიას იწყებს

  • პოლიტიკა
  • 18.06.2022
  • 19:10
"ევროპული საქართველო" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, "დეოლიგარქიზაციის" კამპანიას იწყებს

"ევროპულმა საქართველომ", თავისუფლების ინსტიტუტთან, ტაბულასთან, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებასა და აფხაზთა კრებასთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით დეოლიგარქიზაციის კამპანია დაიწყო.

კამპანიის ორგანიზატორთა განცხადებით არასოდეს ყოფილა ასეთი ცხადი, რომ ივანიშვილის რეჟიმი ქართულ იდენტობას - ევროპელობას გვართმევს და გაჭირვების, უსამართლობის და უიმედობის ჭაობში გვძირავს და "დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება, გავიხსენოთ, რა გველის ივანიშვილის რუსულ ჭაობში, რა დაგვმართა რუსეთმა წარსულში და წარმოვიდგინოთ, რა მომავალს ვუმზადებთ ჩვენს შვილებს ივანიშვილის რეჟიმის პირობებში".

კამპანიის ფარგლებში ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას აუხსნიან თუ რატომ იყო გენოციდი ის, რაც რუსეთმა საქართველოში ჩაიდინა და მოვაგროვებენ მოქალაქეთა ხელმოწერებს, რათა სახელი დაერქვას იმას, რაც რუსეთმა საქართველოში ჩაიდინა მაშინ, როდესაც არც ევროკავშირი და არც ნატო დღის წესრიგში არ იდგა. ასე უკეთ გავიაზრებთ, რისთვის გვწირავს ივანიშვილის რეჟიმი.

ორგანიზატორთა თქმით, ივანიშვილის რეჟიმი დალპა და იმისთვის, რომ ჩვენი უძვირფასესი საუნჯე - ჩვენი იდენტობა, ჩვენი ევროპელობა არ დავკარგოთ და ჩვენი შვილებიც არ გამოვასალმოთ იმ ყველაფერს, რასაც ქართველების ევროპელობა ნიშნავს - საჭიროა დეოლიგარქიზაცია!

გიგა ბოკერიას განცხადებით, დღეს ჩვენს ქვეყანას ერთდროულად აქვს ისტორიული შანსი, რომ დაბრუნდეს თავისუფალ სამყაროში, იქ სადაც მისი ადგილი ისტორიულად არის, ევროატლანტიკურ სივრცეში, სადაც თავისუფლება, ღირსება ბედნიერებისკენ სწრაფვა და კეთილდღეობა არის მოქალაქეთა უფლება, თუმცა ამავე დროს აქვს საფრთხე, რომ ეს ისტორიული მომენტი ხელიდან გაუშვას და კიდევ ათწლეულობით გავწიროთ საკუთარი თავი, ჩვენს შვილებთან, მომდევნო თაობებთან ერთად ბოროტების იმპერიის ჭაობში ყოფნისთვის.

"ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, რომ ეს ბრძოლა დავთმოთ და უნდა გვესმოდეს, რომ გარე მტერთან, რომელიც ჩვენი მთავარი საფრთხეა პუტინის ბოროტების იმპერიის სახით, ჩვენ გვაქვს შიდა მტერთან საქმე. შიდა მტერი არის ამ კაცის, ივანიშვილის რეჟიმი და მისი გარემოცვა, რომელიც ცდილობს რომ პირველ რიგში მორალურად გაგვტეხოს და ჩვენს ისტორიულ ამოცანაზე უარი გვათქმევინოს. ითამაშოს ჩვენს შიშზე, რაც ყველა ნორმალურ ადამიანს აქვს. თქვას, რომ ჩვენ გადავრჩებით თუ ვიქნებით უპრინციპოები და ჩავწვებით, ოღონდ ამ ყველაფერს მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აკეთებს. ამ საქმეს სწირავს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ამას სწირავს მორალურ სიცხადეს.

დღეს ცდილობენ, რომ მტერი და მოყვარე ჩაგვინცავლონ ერთმანეთში, ღია ომი აქვთ გამოცხადებული დასავლური სამყაროსთვის და გვაგუებენ იმას, რომ ეგრედწოდებული რუსეთი არის ის, რასაც უნდა შევეგუოთ, როგორც ჩვენს პატრონს, დავივიწყოთ ის საშინელი დანაშაულებები, რომელიც ამ ბოროტების იმპერიას ჩადენილი აქვს ქართველი ხალხის წინააღდმდეგ. არა მხოლოდ 2008 წელს ან უფრო წარსულში, არამედ კონკრეტულად აფხაზეთში 90იანების დასაწყისში ჩაიდინა გენოციდი. ჩვენ ვაპირებთ რომ ამ საკითხზე გვქონდეს კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით, რადგან ჩვენი ამოცანაა რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დადგეს სამოქალაქო აქტიურ პოზიციაზე, დაიბრუნოს ქვეყნის მომავლის რწმენა და ამ გზით მოხდეს ამ რეჟიმის მშვიდობიანად ჩამოცილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გველის ათწლეულები პოსტსაბჭოთა ბოროტების იმპერიის ჭაობში ყოფნისა", - თქვა ბოკერიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge