png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ომი უკრაინაში, შესაძლოა, წლები გაგრძელდეს - სტოლტენბერგი

  • მსოფლიო
  • 19.06.2022
  • 14:23
ომი უკრაინაში, შესაძლოა, წლები გაგრძელდეს - სტოლტენბერგი

ომი უკრაინაში, შესაძლოა, წლები გაგრძელდეს. ასეთი მოსაზრება გამოთქვა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოცემა Bild am Sonntag-თან ინტერვიუში.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ის {ომი}, შესაძლოა, წლები გაგრძელდეს. ჩვენ არ უნდა შევასუსტოთ უკრაინის მხარდაჭერა, მაშინაც კი, თუ ხარჯები დიდი იქნება - არამხოლოდ სამხედრო დახმარების, არამედ ენერგომატარებლებისა და სურსათის ფასების ზრდის გამო“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ის ვერ შეედრება იმ ფასს, რომელსაც უკრაინელები იხდიან, როდესაც ყოველდღე უამრავ სიცოცხლეს წირავენ. „და თუ პუტინი ამ ომიდან გააკეთებს დასკვნას, რომ მას შეუძლია უბრალოდ გააგრძელოს, ისევე, როგორც 2008 წელს საქართველოში ომისა და 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, ჩვენ უფრო დიდ ფასს გადავიხდით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა გამოთქვა რწმენა, რომ იმ შემთხვევაში თუ კიევი მეტ თანამედროვე იარაღს მიიღებს, გაიზრდება იმის ალბათაობა, რომ  „უკრაინა შეძლებს პუტინის ჯარების განდევნას დონბასიდან“.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა დაადასტურა, რომ „ნატო გააგრძელებს უკრაინის თავდავის მხარდაჭერას“, თუმცა კონფლიქტის მხარე არ გახდება. მან აღნიშნა, რომ ნატო დაეხმარება კიევს, მაგრამ თავის ჯარისკაცებს არ გაგზავნის უკრაინაში. „ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს თავდაცვას, ნატოს მეთაურობით სამხედროების რაოდენობას 40 000-მდე გავზრდით.

ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებას ალიანსის  ტერიტორიაზე - ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში. ეს მკაფიო სიგნალია მოსკოვისთვის, რათა მას არ ჰქონდეს გაურკვევლობა თავდაცვისდმი ჩვენ მზადყოფნასთან დაკავშირებით“, - განმარტა სტოლტენბერგმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე არსებობს თუ არა რუსეთის მხრიდან ბირთვული დარტყმის საფრთხე, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა: „ჩვენ ვერ ვხედავთ რუსთის ბირთვული ძალების მზადყოფნის გაზრდას. ამის მიხედავად, რუსეთის მხრიდან ბირთვული არსენალით ჟღარუნი სახიფათო და უპასუხისმგებლოა“. პუტინმა უნდა იცოდეს: ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს. რუსეთისთვის ჩვენი მკაფიო სიგნალია: ნატო დაიცავს ალიანსის ყველა წევრს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge