png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ყოფილი პრეზიდენტები და პარლამენტის თავმჯდომარეები ევროკავშირს მიმართავენ, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

  • პოლიტიკა
  • 22.06.2022
  • 14:43
ყოფილი პრეზიდენტები და პარლამენტის თავმჯდომარეები ევროკავშირს მიმართავენ, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

საქართველოს მესამე და მეოთხე პრეზიდენტები, მიხეილ სააკაშვილი და გიორგი მარგველაშვილი, ასევე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები - დავით უსუფაშვილი, დავით ბაქრაძე, ნინო ბურჯანაძე, აკაკი ასათიანი, მიმართავენ ევროკავშირს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვენ.

წერილობითი მიმართვა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს გადასცა.

"პირველად შედგა საქართველოში, რომ 2016 წლამდე მოქმედი ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი აწერს ამ წერილს ხელს. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ასეთი პოზიციების დაფიქსირება. დაფიქსირება იმ წერტილების, სადაც ჩვენ ჩვენი განსხვავების მიუხედავად, ერთიანები ვართ. არ შემიძლია ამ მომენტში არ გავიხსენო პოლიტიკოსი, რომელიც ყველაზე მეტად იქნებოდა ამ დოკუმენტის ინიციატორი და ხელის მომწერი და მან თქვა ისტორიული ფრაზა "მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი" და ეს არის ზურაბ ჟვანია. ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ყველაფერი ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში იმისთვის, რომ ეს ვალდებულებები დარჩენილიყო, მაგრამ ჯერ კანდიდატობა მოეცათ და ვალდებულებების შემდეგ შესრულებაზე ყოფილიყო ლაპარაკი"- აცხადებს მარგველაშვილი.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, აღნიშნულ მიმართვას არ შეუერთდა მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

23-24 ივნისს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი, სადაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოსცა რეკომენდაცია და ევროპულ საბჭოს მოუწოდა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს მოლდოვასა და უკრაინას, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. ამასთან, საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობები უნდა დააკმაყოფილოს.

ამავდროულად, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თხოვნით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს წერილობით და ვიდეოგანცხადებებით მიმართა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge