primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

მოვისმინე ევროპელი მეგობრებისგან, რომ მათი მთავარი მოტივაცია იქნებოდა სწორედ merit-based, ანუ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიხილეთ - ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 22.06.2022
  • 16:07
მოვისმინე ევროპელი მეგობრებისგან, რომ  მათი მთავარი მოტივაცია იქნებოდა სწორედ merit-based, ანუ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიხილეთ - ღარიბაშვილი

მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ  მათი მთავარი მოტივაცია იქნებოდა სწორებ merit-based, ანუ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიხილეთ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვის, ჩვენთვის ყველასთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ მისცეს სტატუსი.

„ყველას გვქონდა მოლოდინი, რომ თუ ვინმე იმსახურებდა ასოცირებული ტრიოდან, არა მხოლოდ ემოციებისა და აღქმების დონეზე, არამედ გაკეთებული საქმეების მიხედვით. მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ  მათი მთავარი მოტივაცია იქნებოდა სწორედ merit-based, ანუ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიხილეთ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვის, ჩვენთვის ყველასთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ ასევე მოვისმინეთ შეფასებები, თითქოს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არის განსხვავებული, განსხვავებული გეოპოლიტიკური სიტუაცია არის. ასევე მოვისმინეთ, რომ უკრაინას მისცეს სტატუსი, იმიტომ, რომ უკრაინა ომშია.  გახსოვთ, ორი კვირის წინ, მთავრობის სხდომაზე მე საჯაროდ ვთქვი, რომ მქონდა ეს ინფორმაცია ევროპელი კოლეგებისგან. მათ პირადად მითხრეს, რომ ვინაიდან უკრაინა არის ომში, ამ მთავარ ფაქტორს ითვალისწინებენ და სწორედ ამ მოტივაციით, ამ მიზნით აძლევენ მათ სტატუსს. იმის მიუხედავად, რომ საქართველო, ჩამოთვლილი ყველა პარამეტრის მიხედვით უპირობო ლიდერია. არა თუ ასოცირებულ ტრიოს ეხება ეს მხოლოდ. ბევრ მოქმედ ევროკავშირის წევრ და ნატოს წევრ ქვეყნებს ვუსწრებთ ჩვენ. ყველა პარამეტრით მეგობრებო. მე მინდა განვუმარტო ჩვენს მოქალაქეებს: უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ მისცეს სტატუსი.

რაც შეეხება მოლდოვას - თქვენ ნახეთ, რომ როგორც უკრაინა, ისევე მოლდოვა ჩამორჩება საქართველოს, ბევრი მიღწევისა და პარამეტრის მიხედვით. მოლდოვაც ომთან გათანაბრებულ მდგომარეობაში არის აღქმული, ვინაიდან მოსაზღვრე სახელმწიფოა. გამოწვევები ბევრად უფრო რთული აქვთ მათ როგორც ეკონომიკურად, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით და მოლდოვასაც სხვა პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით მიენიჭა სტატუსი. ოღონდ დათქმები მინდა ხაზგასმით განვუმარტო ჩვენს მოქალაქეებს: დათქმები სამივე სახელმწიფოს ჩაუწერეს, ანუ ვალდებულებები, პირობები, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ. ანუ, პრიორიტეტები ჩვენს შემთხვევაში გამოკვეთეს. მე აღარ შეგაწყენთ თავს. ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტი და მათი რეკომენდაცია არის სწორედ პოლარიზაციის დასრულება. არათუ შემცირება, დასრულება“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge