უნდა მიემართა ხალხისთვის, რომ ზუსტად გაიგო მანიფესტაციის გზავნილი, ამის ნაცვლად იყო ზიზღის და უწიგნურობის ნიაღვარი - ხიდაშელი ღარიბაშვილის გამოსვლაზე
- პოლიტიკა
- 22.06.2022
- 23:40
უნდა მიემართა ხალხისთვის, რომ ზუსტად გაიგო მანიფესტაციის გზავნილი, ამის ნაცვლად იყო ზიზღის, შეურაცხყოფის, უწიგნურობის და სიბრიყვის ნიაღვარი, - ასე ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას პარლამენტში.
„არადა სინამდვილეში ეს გამოსვლა 22 ივნისს როგორ წინასწარ არის გაწერილი ისტორიის მიერ:
- უნდა მიემართა ხალხისთვის რომ ზუსტად გაიგო მანიფესტაციის გზავნილი და პირველია ამ საქმეში ევროპისკენ,
- უნდა ელაპარაკა ევროკავშირის გასაგონად რეფორმების დღის წესრიგზე;
- უნდა დაეთქვა ვადები;
- უნდა მოეტანა დიდი დაფა ჩამოწერილი 12 პუნქტის შესრულების გეგმით, მოეწერა ხელი იქვე და ეთქვა რომ ეს ითხოვა ხალხმა 20-ში და მიემართა ყველა იქ მყოფისთვის მოეწერათ ხელი და დაეწყოთ რეფორმები …
ამის ნაცვლად იყო ზიზღის, შეურაცხყოფის, უწიგნურობის და სიბრიყვის ნიაღვარი“, - წერს ხიდაშელი.