png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ევროპარლამენტმა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს თაობაზე რეზოლუცია მიიღო

  • პოლიტიკა
  • 23.06.2022
  • 16:17
ევროპარლამენტმა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს თაობაზე რეზოლუცია მიიღო

ევროკავშირის ლიდერებმა უნდა აღასრულონ თავიანთი ისტორიული პასუხისმგებლობა და მისცენ მკაფიო პოლიტიკური სიგნალი უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, რაც დაადასტურებს მათ ევროპულ პერსპექტივას, - ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც ცოტა ხნის წინ მიიღეს.

ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში გამოყოფილია მნიშვნელოვანი გზავნილები, რასაც რეზოლუცია მოიცავს:

აუცილებელი რეფორმების დასრულების შემდეგ საქართველოც უნდა გახდეს კანდიდატი;

არ არსებობს "სწრაფი გზა" ევროკავშირის წევრობისკენ; გაწევრიანება მხოლოდ დამსახურების საფუძველზე და კრიტერიუმების შესრულების შემდეგ;

ევროკავშირის გაფართოება ევროკავშირის ინტერესებშია.

რეზოლუციას 529 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 45 - წინააღმდეგ წავიდა, 14-მა კი თავი შეიკავა.

ევროპარლამენტარები ამ რეზოლუციით მოუწოდებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს, დაუყოვნებლივ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას.

"იგივე ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოსთან მიმართებაშიც მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა შეასრულებს ევროკომისიის მიერ გამოყოფილ პრიორიტეტებს", - ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ხელისუფლებებს, "ცალსახად წარმოაჩინონ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მათი ხალხის ევროპული ამბიციების განსახორციელებლად", დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები.

"უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან", - აცხადებენ ევროპარლამენტარები და მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, გადადგას პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ სამი ქვეყნის მოქალაქეების ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზაციისკენ.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს, რაც "როგორც არასდროს გეოსტრატეგიული ინვესტიციაა სტაბილურ, ძლიერ და ერთიან ევროკავშირში".

"ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის პერსპექტივა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მიისწრაფვიან გახდნენ წევრი ქვეყნები, არის ევროკავშირის საკუთარ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებში", - ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტარები ასევე ითხოვენ გაფართოების პროცესის ხელახლა გააქტიურებას დასავლეთ ბალკანების ქვეყნებთან მიმართებაში.

23-24 ივნისს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი, სადაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოსცა რეკომენდაცია და ევროპულ საბჭოს მოუწოდა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს მოლდოვასა და უკრაინას, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. ამასთან, საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობები უნდა დააკმაყოფილოს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge