png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პუტინი მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული ლიდერია

  • მსოფლიო
  • 23.06.2022
  • 19:06
პუტინი მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული ლიდერია

ამერიკის სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაცია Pew Research Center-ის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2022 წლის მსოფლიში ყველაზე არაპოპულარული პოლიტიკოსია. მას მხარს უჭერს  18 ქვეყანაში გამოკითხულთა მხოლოდ 9 პროცენტი, 90% კი გმობს მის პოლიტიკას. აღნიშნულია, რომ ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მსგავსი კვლევების ჩატარების 20- წლიანი ისტორიის განმავლობაში.

ამასთან, პუტინის რეიტინგი ყოველთვის არ ყოფილა ასეთი ცუდი, თუმცა სტაბილურად მცირდებოდა ბოლო წლების განმავლობაში, აღნიშნავს Pew Research Center. გერმანიაში მის საქმიანობას კვალვ მხარს უჭერს რესპოდენტების 14%. გერმანელ ახალგაზრდებს შორის კი ეს მაჩვენებლი უფრო მაღალია - 22%.

მკვლევარები ამბობენ, რომ პუტინის მიმართ ევროპელების დამოიდებულება პირდაპირ კავშირშია მათ პოლიტიკურ შეხედულებებთან. ისინი, ვინც მხარს უჭერენ მემარჯვენე პოპულისტურ პარტიებს თავიანთ ქვეყანაში, დიდი ალბათობით დარწმუნებულები იქნებიან პუტინის ქმედებების სისწორეში. მაგალითად, ბერძნებს შორის, რომლებიც დადებითად არიან განწყობილი პარტია „საბერძნეთის გადაწყვეტილების“ მიმართ, 55% პუტინის შეფასებას მაღალ შეფასებას აძლევს.

„ანალოგიური კანომზომიერება შეინიშნება მემარჯვენე პოპულისტური პარტიების მომხრეებს შორის გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და შვედეთში“, - წერენ ანალიტიკოსები და აღნიშნავენ, რომ ევროპაში მემარჯვენეთა მოძრაობის მხარდამჭერებს შორის პუტინის რეიტინგი უფრო მკვეთრად დაეცა, ვიდრე მათ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა შორის.

ამასთან, რუსეთის მიმართ რესპოდენტების დამოკიდებულება საერთო ჯამში შეცვლილია. საშუალოდ 18 ქვეყანაში გამოკითხულთა  85% გამოთქვამს ნეგატიურ აზრს ქვეყანაზე, უმეტესობა ამბობს, რომ რუსეთის მიმართ ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ყველაზე ძალიან გაუარესდა რუსეთის მიმართ დამოკიდებულება იტალიაში, საბერძნეთსა და პოლონეთში. ამ ქვეყნებში ის 30 პროცენტით შემცირდა ბოლო გამოკითხვის შემდეგ. გერმანიაში რუსეთის მიმართ დადებითად არის განწყობილი რესპოდენტების 6 პროცენტი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge