png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

გერმანია მზად არის განაგრძოს საქართველოს დახმარება ქვეყანაში ევროპული სტანდარტების დამკვიდრებისა და ევროპული ფასეულობების განმტკიცების მიმართულებით

  • პოლიტიკა
  • 26.02.2016
  • 09:48
გერმანია მზად არის განაგრძოს საქართველოს დახმარება ქვეყანაში ევროპული სტანდარტების დამკვიდრებისა და ევროპული ფასეულობების განმტკიცების მიმართულებით

გერმანია მზად არის განაგრძოს საქართველოს დახმარება ქვეყანაში ევროპული სტანდარტების დამკვიდრებისა და ევროპული ფასეულობების განმტკიცების მიმართულებით. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. მინისტრის განცხადებით ვიზიტისას განხორციელებულ ყველა დონის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ გერმანია მტკიცე მხარდამჭერია, როგორც საქართველოს განვითარების, ასევე მისი ევროპული მომავლის. 
 
"მათ ძალიან სწორი აღქმა აქვთ საქართველოში მიმდინარე პროცესების. ისინი ხედავენ, რომ საქართველო ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამს და წარმატებით ახორციელებს იმ რეფორმებს, რომლებიც საჭიროა ჩვენი ევროპული მომავლისთვის, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს უფრო ძლიერი, ჩვენი ინსტიტუტები გახდეს უფრო ძლიერი . დაინერგოს ევროპული სტანდარტები, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ განვითარებას და ახალ შესაძლებლობებს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის . ისინი მზად არიან, რომ საქართველოს დახმარება გააგრძელონ ამ მიმართულებით, ყველა დონეზე. ეს არის პოლიტიკური , ფინანსური თუ ტექნიკური მხარდაჭერა. გამოხატული არის სრული მზადყოფნა, გაგრძელდეს ეს დახმარება საქართველოსადმი"-  განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 
 
მინისტრის თქმით გერმანია, როგორც პოლიტიკურ, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლების დონეზე მხარს უჭერს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას და საქართველო მზად არის ამ მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლოს გერმანულ მხარესთან. " მათი მხრიდან  გამოიხატა სრული მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციის კუთხით, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან და ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ყველა უწყებასთან იმისთვის, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს, უფრო გაღრმავდეს, განვითარდეს და უფრო მეტი დადებითი შედეგი მოიტანოს ორი ქვეყნისთვის"- განაცხადა მინისტრმა.
 
მისი თქმით ბერლინში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. ვითარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც გერმანიამ კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. " მათი მხრიდან არის სწორი აღქმა და მიდგომები, იმ საფრთხეებისადმი, რომლებიც საქართველოს დღეს გააჩნია. არის ასევე მზადყოფნა გამოხატული ყველას მხრიდან, რომ მაქსიმალურად იდგეს საქართველოს გვერდით, იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს ამ საფრთხეებისადმი გამკლავება, რეფორმების განხორციელება და წარმატების მიღწევა ეკონომიკური განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების კუთხით ქვეყანაში."- განაცხადა მინისტრმა. 
 
მიხეილ ჯანელიძე გერმანიას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. 23-26 თებერვალს შეხვედრებს მართავს გერმანიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ანალიტიკურ ცენტრებში, ბიზნეს წრეებისა და მედიის წარმომადგენლებთან. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge