png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რომ არა ჩემი დამოკიდებულება და საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა, საქართველოს დღეს არ მიეღო ეს დამსახურებული ევროპული პერსპექტივა - ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 24.06.2022
  • 15:56
რომ არა ჩემი დამოკიდებულება და საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა, საქართველოს დღეს არ მიეღო ეს დამსახურებული ევროპული პერსპექტივა - ღარიბაშვილი

რომ არა ჩემი და ჩემი გუნდის პრინციპული ასე ვთქვათ დამოკიდებულება და საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა, საქართველოს დღეს არ მიეღო ეს დამსახურებული ევროპული პერსპექტივა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მე მინდა ჩვენ ხალხს ავუხსნა და თქვენ აგიხსნათ შემდეგი, მე გავაკეთე განცხადება, რომელიც თქვენ ახსენეთ მას შემდეგ რაც მოვისმინეთ და ვიხილეთ ჩვენ სრულიად შეურაცხმყოფელი რეზოლუცია, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა, მათ შორის ჩვენი ოპოზიციის აქტიური ჩართულობით, მათი პარტნიორების, ლობისტების უშუალო მონაწილეობით და უშუალო კენჭისყრაში მონაწილეობით.

ჩემი მაშინდელი ემოციური რეაქცია იყო აბსოლუტურად გააზრებული და მე ეს შეგნებულად გავაკეთე და რომ არა ჩემი და ჩემი გუნდის პრინციპული ასე ვთქვათ დამოკიდებულება და საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა, ვახსენებ რა ჩვენს ოპონენტებს და მათ ლობისტებს, მათ პარტნიორებს, შესაძლოა საქართველოს დღეს არ მიეღო ეს დამსახურებული ევროპული პერსპექტივა, ამის რისკები დავინახეთ ჩვენ. ვინაიდან, წარმოგიდგენიათ, ყოვლად უსამართლო, შეურაცხმყოფელი რეზოლუცია იქნა მიღებული და ჩვენ ეს ღიად ვთქვით ყოველგვარი დაფარვისა და მიკიბ მოკიბვის გარეშე, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, რომ ჩვენ არ შევეგუებით უსამართლობას და შეურაცხყოფას და ყოველთვის გვექნება ძალიან მძაფრი და სამართლიანი, პროპორციული შეფასებაც, ქმედებაც და რეაქციაც," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge