png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბატონი ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, იგი არის მეცენატი - ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 24.06.2022
  • 16:06
ბატონი ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, იგი არის მეცენატი - ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა, რის შემდეგაც ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

კითხვაზე, არის თუ არა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მთავრობის მეთაურმა შემდეგი პასუხი გასცა:

"არ არის, რა თქმა უნდა, ბატონი ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. ოლიგარქის განმარტება არის შემდეგი - ოლიგარქი არის ინდივიდი, პირი, რომელიც საკუთარი გავლენებით, უამრავი განმარტება არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ ჯერ ერთი მდიდრდება სახელმწიფოს რესურსებით, მას აქვს გავლენიანი ბიზნესები საქართველოში და პოლიტიკა და პარტიები და ა.შ. ბატონ ბიძინა ივანიშვილს არც ერთი, მე ვთქვი პარლამენტში, არავითარი შემოსავალი არ მიუღია საქართველოდან. პირიქით, კაცმა თუ რამე იშოვა, ჩამოიტანა, დახარჯა საქართველოში, ანუ იგი არის მეცენატი, ქველმოქმედი, შემდეგ არის პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი. ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღეს არავითარი როლი, სტატუსი პოლიტიკაში არ გააჩნია, მეგობრებო. მან დეკლარირებულად, საჯაროდ განმარტებაც გააკეთა და დატოვა პოლიტიკა. ასე რომ, სხვა ყველანაირი სპეკულაციები, გარკვეული ბრალდებები, ცილისწამებები არის უსაფუძვლო, მეგობრებო. ამას სჭირდება დასაბუთება. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ოლიგარქობის ცდუნებები შესაძლოა სხვა ინდივიდებს ჰქონოდათ და ჰქონდეთ დღესაც, ჩვენ ამას შევისწავლით, გავითვალისწინებთ ევროპელების რეკომენდაციებს, მათ შორის გამოცდილებას, რომელიც უკრაინას აქვს, უკრაინაში რეალური გამოწვევა არის ოლიგარქების, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება. ასე რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად,"- განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge