png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბულგარეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირში ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას

  • მსოფლიო
  • 24.06.2022
  • 21:23
ბულგარეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირში ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას

ბულგარეთის პარლამენტმა 24 ივნისს მხარი დაუჭირა ევროკავშირსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 170-მა დეპუტატმა, 37-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 21-მა კი თავი შეიკავა. ამგვარად, ბულგარეთმა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში განბლოკოს მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც ქვეყნის მთავრობამ 2020 წელს ვეტო დაადო და ამავდროულად დაბლოკა  ევროკავშირში ალბანეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება.

ბულგარეთის პარლამენტის გადაწყვეტილება შეიცავს რიგ პირობებს, რომელთა შორის არის ჩრდილოეთ მაკედონიაში ბულგარელი უმცირესობების უფლებების დაცვა კონსტიტუციური ცვლილებების გზით, ასევე სკოპიემ უნდა დაიცვას ბულგარეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა. ეს კომპრომისი შეეთავაზა საფრანგეთს, რომელიც ამ დროისათვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.

ჯერ უცნობია, დათანმდებიან თუ არა სკოპიეში ამ პირობებს. ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა დიმიტარ კოვაჩევსკიმ აღნიშნულ პირობებს უკვე უწოდა მიუღებელი.

ბრიუსელში, 23 ივნისს გაიხსნა ევროკავშირის სამიტი, რომელზეც განიხილებოდა ევროკავშირში უკრაინის, მოლდოვის, საქარველოს, ასევე ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების პერსპეტქივა.

უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სატატუსი, ამავროულად, გერმანიამ, ავსტრიამ, ხორვატიამ და სლოვენიამ მოუწოდეს არ დაივიწყონ ბალკანეთის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში გაერთიანების პროცედურის დაწყებას უკვე მრავალი წელია ელოდებიან.

ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2005 წელს მიიღო, მონტენეგრომ - 2010 წელს, სერბეთმა - 2012 წელს, ალბანეთმა კი - 2014 წელს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge