png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ეროვნული თანხმობა განისაზღვრება საარჩევნო ყუთთან, სხვა მექანიზმი ევროპულ ცივილიზაციაში არ არსებობს - ჩერგოლეიშვილი

  • საზოგადოება
  • 25.06.2022
  • 14:18
ეროვნული თანხმობა განისაზღვრება საარჩევნო ყუთთან, სხვა მექანიზმი ევროპულ ცივილიზაციაში არ არსებობს - ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ეროვნული თანხმობა საარჩევნო ყუთთან განისაზღვრება და სხვა მექანიზმი ევროპულ ცივილიზაციაში არ არსებობს.

"მეგობრებო, ევროპული საქართველოს, ტაბულას, თავისუფლების ინსტიტუტის და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების ამოცანაა დეოლიგარქიზაცია.

დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ხალხის მიერ ოლიგარქისთვის მიტაცებული ძალაუფლების ჩამორთმევას - ანუ დემოკრატიზაციას.

დემოკრატიაში მანდატს იძლევა ხალხი - ნებისმიერი რეფორმა ხორციელდება ხალხის მანდატით.

ეროვნული თანხმობა განისაზღვრება საარჩევნო ყუთთან - ეროვნული თანხმობის განსაზღვრის სხვა მექანიზმი ევროპულ ცივილიზაციაში არ არსებობს.

ჩვენ მხარს დავუჭერთ დროებით მთავრობას, რომლის ამოცანაც მხოლოდ და მხოლოდ ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნება იქნება - ანუ ივანიშვილის კონტროლის გარეშე ჩაატარებს არჩევნებს, სადაც ხალხი თავის წართმეულ ნებას გამოხატავს.

სხვა ყველაფერი არის ძალაუფლების უზურპაცია და ჩვენს ამოცანებს ეწინააღმდეგება.

ოლიგარქიის ოლიგარქიით ჩანაცვლებას ჩვენ არ დავუშვებთ.

გეგმა არის ერთი:

ყველა პარტიამ, თუ სამოქალაქო ჯგუფმა იმუშაოს იმისთვის, რომ მათ გარშემო შემოიკრიბოს საკმარისი ხალხი, იმისთვის, რომ ივანიშვილი ვაიძულოთ წავიდეს.

შემდეგ, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები და ამ არჩევნებში მოპოვებული ხალხის მანდატით იმართოს ეს ქვეყანა და დაბრუნდეს ევროპულ ცივილიზაციაში.

ანუ ჩვენი ამოცანა არის ძალაუფლების ხალხისთვის დაბრუნება და არაფერი სხვა.

ხალხსვე მივანდობთ საკუთარ ბედს - თუ მანდატს მივიღებთ, მოვალთ და იმ რეფორმებს გავატარებთ, რასაც დაგპირდებით.

არადა, ისევ თქვენი ნდობის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ", - აცხადებს ჩერგოლეიშვილი. 

24 ივნისს გამართულ აქციაზე მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" ხელისფლების მიმართ მოთხოვნები გამოაცხადა: გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს.

მოძროაბამ შემდეგი აქცია 3 ივლისს დააანონსა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge