png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსეთის ხელისუფლებამ კატინის მემორიალიდან, „მტრული პოზიციის“ გამო პოლონეთის დროშა ჩამოხსნა

  • მსოფლიო
  • 25.06.2022
  • 19:15
რუსეთის ხელისუფლებამ კატინის მემორიალიდან, „მტრული პოზიციის“ გამო პოლონეთის დროშა ჩამოხსნა

მედიის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებამ კატინის მემორიალური კომპლექსიდან პოლონეთის სახელმწიფო დროშა ჩამოხსნა. ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის თანამედროვე ისტორიის მუზეუმის დირექტორმა ირინა ველიკანოვამაც. მისი თქმით, პოლონეთის დროშის ჩამოხსნა მიმდინარე პოლიტიკურმა ვითარებამ გამოიწვია.

„ორი დროშა - რუსეთისა და პოლონეთის - წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის სიმბოლოს. იმას, რაც დღეს ხდება, მეგობრობასთან არანაირი კავშირი აქვს. პოლონეთმა რუსეთის ფედერაციის მიმართ ღიად დაიკავა მტრული პოზიცია“, - წერს ველიკანოვა ტელეგრამ-არხზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სმოლენსკის მერმა ანდრეი ბორისოვმაც. „გამოვხატავ საერთო აზრს. პოლონეთის დროშა  ვერ იქნება რუსეთის მემორიალებზე! პოლონელი პოლიტიკოსების ღია ანტირუსული განცხადებების შემდეგ კი - მით უფრო.

მიმაჩნია, რომ რუსეთის კულტურის სამინისტრომ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - ჩამოეხსნა პოლონეთს დროშა. კატინი - ეს არის რუსული მემორიალი, ეს რუსეთის ისტორიაა“, - წერს ბორისოვი სოციალურ ქსელში „ვკონტაკტე“.

მეორე მსოფლიო ომის დროს, რუსეთში, სოფელ კატინის ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (სსრკ-ს ნკვდ-ს) თანამშრომლებმა დახვრიტეს პოლონეთის მოქალაქეები - ძირითადად პოლონური არმიის ოფიცრები.

მასობრივიხოცვა-ჟლეტა მოხდა 1940 წელს. როგორც 1992 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტებით დასტურდება, სიკვდილით დასჯა განახორციელა ნკვდ-ს ტროიკამ სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს 1940 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად. გამოქვეყნებული საიდუმლო დოკუმენტების მეშვეობით დადასტურდა, რომ დახვრიტეს 21 857 პოლონელი ტყვე. ცხედრები კატინის ტყეში დამარხეს.

На мемориале «Катынь» под Смоленском сняли флаг Польши (фото) - 1 - изображение


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge