png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სევეროდონეცკი მთლიანად რუსების ოკუპაციის ქვეშ არის - ადმინისტრაცია

  • მსოფლიო
  • 25.06.2022
  • 20:25
სევეროდონეცკი მთლიანად რუსების ოკუპაციის ქვეშ არის - ადმინისტრაცია

სევეროდონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ სტრიუკმა განაცხადა, რომ ქალაქი მთლიანად რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის. ოკუპანტებმა უკვე დანიშნეს თავიანთი „კომენდანტი“.

„ქალაქი მთლიანად რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის ქვეშ არის. ისინი {ოკუპანტები} ცდილობენ იქ თავიანთი წესრიგი დაამყარონ და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია დანიშნეს ვიღაც „კომენდანტი“ და კრებენ რაღაც „აქტივს“.

ქალაქი იმდენად განადგურებულია, რომ ადამიანებისთვის მძიმე იქნება იქ გამგზავრება. იმედი გვაქვს, რომ რომ ქალაქი რაც შეიძლება მალე დაბრუნდება უკრაინის კონტროლქვეშ“, - თქვა სტრიუკმა უკრაინულ მედიასთან.

მისი თქმით, ქალაქიდან გასვლა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებითა არის შესაძლებელი. სტრიუკმა თქვა, რომ „აზოტის“ ქარხანაში შეფარებული ადამიანები გარეთ გამოვიდნენ, მაგრამ რუსების ოკუპაციის ქვეშ მოექცნენ, პროპაგანდისტები უკვე ამზადებენ პროვოკაციულ ვიდეოებს.

„ადამიანებს, რომლებიც სამ თვეზე მეტია „აზოტის“ სამალავებს აფარებდნენ თავს, სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება, თუმცა რუსები სარგებლობენ მათი მდგომარეობით და პროპაგანდისტულ სიუჟეტებს ამზადებენ“, - განაცხადა სტრიუკმა.

ამასთან, აღნიშნა, რომ ადგილობრივ საავადმყოფოში მედიკამენტების საკმარისი მარაგია.

სევერდონეცკში უკრაინელმა სამხედროებმა უფრო გამაგრებულ თავდაცვით პოზიციებზე გადაინაცვლეს, საიდანაც ეფექტურად შეძლებენ თავდაცვითი მოქმედებების განხორციელებას.

სტრიუკმა აღნიშნა, რომ სევროდენცკი თითქმის აღარ არსებობს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge