primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

როდესაც ერთი დღით ადრე ოპოზიციის წარმომადგენლებს ეძახი ავადმყოფებს, არარაობებს, მეორე დღეს დეპოლარიზაციაზე ლაპარაკი უბრალოდ, არაგულწრფელია - ნინო ბურჯანაძე

  • პოლიტიკა
  • 26.06.2022
  • 11:30
როდესაც ერთი დღით ადრე ოპოზიციის წარმომადგენლებს ეძახი ავადმყოფებს,  არარაობებს, მეორე დღეს დეპოლარიზაციაზე ლაპარაკი უბრალოდ, არაგულწრფელია - ნინო ბურჯანაძე

როდესაც ერთი დღით ადრე ოპოზიციის წარმომადგენლებს ეძახი ავადმყოფებს, უსუსურებს, არარაობებს და ამბობ, ექიმი სჭირდებათ, მეორე დღეს კონსოლიდაციასა და დეპოლარიზაციაზე ლაპარაკი უბრალოდ, არანაირად არ ჩანს, რომ გულწრფელია, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი-მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

"ჩვენ ყველამ დავინახეთ ის, რომ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. მეტიც, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ თავისი განცხადებებით, მოქმედებებით და პასიურობით, იმით, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ აქტიურობდა, ჩვენ ეს შანსი გადაგვივადა. როდესაც ერთი დღით ადრე ოპოზიციის წარმომადგენლებს ეძახი ავადმყოფებს, უსუსურებს, არარაობებს და ამბობ, ექიმი სჭირდებათ, მეორე დღეს კონსოლიდაციასა და დეპოლარიზაციაზე ლაპარაკი უბრალოდ, არანაირად არ ჩანს, რომ გულწრფელია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ემხრობა მოთხოვნას, რომ მოქმედი მთავრობა უნდა წავიდეს, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობა აღარ იყოს.

„რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, ვერც იმის პრობლემას ვხედავ, რომ იქ პოლიტიკოსები არ იყვნენ. იმიტომ, რომ ეს იქნება ხანმოკლე პერიოდის მთავრობა და ეს არის სრულიად ნათელი. მან უნდა მოამზადოს არჩევნები. იმიტომ, რომ გადატრიალებას ხომ არავინ არ აპირებს?! ხელისუფლება არჩევნებით უნდა შეიცვალოს. ტექნიკურმა მთავრობამ არჩევნები უნდა მოამზადოს, ჩაატაროს ნორმალური არჩევნები და არჩევნების შემდეგ, როდესაც საზოგადოება გამოვა, უკვე თავისუფალ არჩევნებში გადაწყვეტს, რომელ პარტიას მეტი ხმა მისცეს და რომელ პარტიას ნაკლები. ეს არის აბსოლუტურად მშვიდობიანი აქციები. გადატრიალებას ყველა იმიტომ კი არ ერიდება, რომ ვინმეს რამის ეშინია, უბრალოდ ქვეყანას ვუფრთხილდებით და ძალიან კარგად გვესმის ის, რომ კიდევ ერთი გადატრიალება, კიდევ ერთი სამოქალაქო დაპირისპირება და კიდევ ერთი დიდი არეულობა ქვეყნისთვის იქნება დამანგრეველი, მაგრამ ამაზე პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge