png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბრიტანეთი და საფრანგეთი შეთანხმდნენ, რომ მეტი მხარდაჭერა გაუწიონ უკრაინას

  • მსოფლიო
  • 26.06.2022
  • 16:52
 ბრიტანეთი და საფრანგეთი შეთანხმდნენ, რომ მეტი მხარდაჭერა გაუწიონ უკრაინას

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს ბავარიაში, ელმაუს ციხე-სიმაგრეში, სადაც "დიდი შვიდეულის" დასკვნითი სამიტი იმართება.

ბორის ჯონსონი და ემანუელ მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მეტი დახმარება გაუწიონ უკრაინას, რადგან "რუსეთი კვლავ აგრძელებს სასტიკ შეჭრას".

გერმანიაში G7-ის სამიტზე შეხვედრისას ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობას, რათა გააძლიერონ კიევის პოზიციები როგორც ომში, ასევე სამომავლო ნებისმიერ მოლაპარაკებებში.

ბორის ჯონსონის სპიკერის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა პრემიერ-მინისტრ ჯონსონის უკრაინისადმი მუდმივ მხარდაჭერას, "ლიდერები შეთანხმდნენ ამ სამუშაოს გაძლიერებაზე".

"ლიდერები ასევე შეთანხმდნენ გააგრძელონ და გააძლიერონ მჭიდრო მუშაობა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში", - თქვა სპიკერმა.

თავის მხრივ, მაკრონის ოფისი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები შესანიშნავად წარიმართა. მათი თქმით, ბორის ჯონსონმა გამოავლინა ენთუზიაზმი "ევროპულ პოლიტიკურ საზოგადოებაში" გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონი ადრე გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას "ევროპული პოლიტიკური საზოგადოება", რომელშიც გაერთიანდებიან, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ასევე ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც არ არიან წევრები.

მანამდე, ბორის ჯონსონმა "დიდი შვიდეულის" სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიო ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ უკრაინის მხარდაჭერის ფასი, მათ შორის ენერგიაზე და საკვებზე ფასის მომატება, თუმცა ასევე უნდა გააცნობიერონ, რომ რუსეთის გამარჯვების ფასი გაცილებით მაღალი იქნება.

ამასთან, ბორის ჯონსონის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად აუცილებელია ერთიანობის შენარჩუნება და ლიდერებმა უნდა განაგრძონ საკუთარი ძალისხმევა, რადგან მოსახლეობასა და პოლიტიკოსებში შესაძლოა, ომის თემამ დაღლილობა გამოიწვიოს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge