png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება - შარლ მიშელი

  • პოლიტიკა
  • 26.06.2022
  • 17:31
მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, გერმანიაში "დიდი შვიდეულის" სამიტის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინაში გაჩაღებულ ომსა და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.

შარლ მიშელმა პირობა დადო, რომ საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას მიენიჭებათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც რეფორმებს განახორციელებენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროპაში ისტორიული მომენტი დადგა, რამაც შესაძლებელი გახადა მოლდოვისა და უკრაინისთვის სტატუსის მინიჭება.

"ომი უკრაინაში ევროკავშირსაც გარდაქმნის. რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის სამიტზე შევთანხმდით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ და ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება. ეს არის ისტორიული მომენტი უკრაინისთვის და ევროპის მომავლისთვის", - განაცხადა მიშელმა.

ამასთან, შარლ მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მტკიცედ დგომას უკრაინელი ხალხის გვერდის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge