png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

El País: ნატო-ს სამიტი მიიღებს გადაწყვეტილებას ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდი სამხედრო განლაგების შესახებ

  • მსოფლიო
  • 26.06.2022
  • 20:06
El País: ნატო-ს სამიტი მიიღებს გადაწყვეტილებას ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდი სამხედრო განლაგების შესახებ

28-30 ივნისს მადრიდში ნატო-ს სამიტზე, შესაძლოა, მიიღონ გადაწყვეტილება ცივი ომის შემდეგ ძალების ყველაზე მსხვილი სამხედრო განლაგების შესახებ. ამის შესახებ წერს ესპანური გამოცემა  El País.

გამოცემის ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი 30 ქვეყანა გამართავს შეხვედრას მაქსიმალური სამხედრო მზადყოფნის მდგომარეობაში უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე და სამიტს გამოიყენებს იმისთვის, რომ კონფლიქტის პოტენციური გამწვავების შემთხვევაში მოახდინოს ძალების რეორგანიზაცია, გადახედოს სტრატეგიას მომავლისთვის და გაააქტიუროს ეროვნული ინვესტიციები თავდაცვასა და ალიანსის ერთობლივ დაფინანსებაში.

როგორც ბრიუსელში, შტაბბინაში აღნიშნეს, წინასწარი მოლაპარაკებები მასშტაბურ სამხედრო რესტრუქტურიზაციაზე 25 ივნისს გაგრძელდა, ამასთან, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მოკავშირეები მოითხოვენ თავიანთ ტერიტორიებზე სამხედრო ძალების წარმომადგენლობის მკვეთრ გაზრდას.

El País-ის წყაროების ინფორმაციით, მოსალოდნელია, კორექტივების შეტანა „თავდაცვისა და შეკავების“ დოქტრინაში ("Defense and deterrence posture"), ევროატლანტიკურ ზონაში უსაფრთხოების შესაძლო საფრთხეების შემთხვევაში შეიარაღებისა და ჯარების შეკრებასთან დაკავშირებით.

თუ მოქმედი მოდელის თანახმად, საუბარია თითოეულ ჯგუფში დაახლოებით 1000-1 600 ჯარისკაცზე, მომავალში ეს მაჩვენებელი შესაძლოა, გაორმაგდეს. ახალი ქვედანაყოფები ასევე მოიაზრებს მოქმედების უფრო დიდ ავტონომიას და მოწინავე შეიარაღებით მომარაგებას.

ამასთან, ნატო-ელ მოკავშირეებს, რომლებიც რუსეთთან ტერიტორიულად ახლოს იმყოფებიან, სურთ გაიზარდოს ძალების რაოდენობა დივიზიების დონეზე 15 ათასამდე სამხედროს შემადგენლობით.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge