png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ერთადერთი დესტრუქციული ძალა საქართველოში არის ოლიგარქი ივანიშვილი, თავისი ერთპიროვნული მართვის ინსტრუმენტით, რომელსაც ჰქვია „ოცნება“ - კახა ოქრიაშვილი

  • პოლიტიკა
  • 27.06.2022
  • 15:24
ერთადერთი დესტრუქციული ძალა საქართველოში არის ოლიგარქი ივანიშვილი, თავისი ერთპიროვნული მართვის ინსტრუმენტით, რომელსაც ჰქვია „ოცნება“ - კახა ოქრიაშვილი

პარტია "პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ერთადერთი დესტრუქციული ძალა საქართველოში არის ოლიგარქი ივანიშვილი, თავისი ერთპიროვნული მართვის ინსტრუმენტით, რომელსაც ჰქვია  „ოცნება“.  ოქრიაშვილმა ხალხს 3 ილნისს რუსთავზე გასვლისკენაც მოუწოდა. კახა ოქრიაშვილის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

"დღეს, 27 ივნისს, ივანიშვილის ღარიბაშვილმა გააჟღერა რამდენიმე მესიჯი, რომელიც შეიძლება ორ ძირითად გზავნილად შემოგთავაზოთ:

1. ქვეყანას აქვს არნახული ეკონომიკური ზრდა და წინსვლა ყველა მიმართულებით, 2012 წლის შემდეგ. აქვე, 2012 წელს, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მოლდოვაში მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა 3 045 $-ს, ხოლო საქართველოში 4 421 $-ს. 2020 წელს, მოლდოვაში მშპ  ერთ სულზე შეადგენდა 4 547 $-ს, ხოლო საქართველოში - 4 256 $-ს.  90-იანი წლებიდან მოყოლებული, მოლდოვამ 2020 წელს პირველად გაგვისწრო მთავარ ეკონომიკურ მაჩვენებლებში. აღარ ტყუვდება ჩვენი მოსახლეობა, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინტერნეტით. განგებ მოვიყვანე მოლდოვას მაგალითი, რადგან ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. ჩვენგან განსხვავებით, მოლდოვა განთავისუფლდა ოლიგარქისგან, ამიტომაც მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ახლა უსწრაფესი ტემპებით განავითარებს თავის ეკონომიკას.

2. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დესტრუქციულ ძალებს არ მისცემს საშუალებას, შეაფერხონ ქვეყნის განვითარება. რომელ განვითარებაზეა საუბარი?! 2012 წლის შემდეგ გვაქვს სრული უკუსვლა, რეგრესი ყველა მიმართულებით: ეკონომიკა, დემოკრატიული ინსტიტუტები, სასამართლო, უსაფრთხოება, მიგრაცია - ქვეყანას აკარგვინებენ პერსპექტივას, ქვეყანას გვიკლავენ! საქართველოს მოსახლეობის 90 % ითხოვს ევროკავშირის წევრობას, ბიძინა ივანიშვილი კი რუსეთის ბრძანებებს ასრულებს და რუსეთისკენ მიდის. ღარიბაშვილი 20 და 24 ივნისს ქუჩაში გამოსულ ხალხს დესტრუქციულს უწოდებს - არცერთ ამ აქციაზე პარტიები არ ყოფილან წარმოდგენილი. „ოცნება“ ქართველი ხალხის 90%-ს და ყველა ევროპელ პოლიტიკოსს, ვისაც შეხება აქვს საქართველოსთან, დესტრუქციულ ძალას და ნაციონალებს უწოდებს.  

ერთადერთი დესტრუქციული ძალა საქართველოში არის ოლიგარქი ივანიშვილი, თავისი ერთპიროვნული მართვის ინსტრუმენტით, რომელსაც ჰქვია  „ოცნება“.  ამ ინსტრუმენტმა ჩამოყვანა 3 წლის წინ, ზუსტად 20 ივნისს გავრილოვი, რაც პირდაპირ მოღალატეობრივი ქმედება იყო. „ოცნება“ ღალატის პარტიაა !

3 ივლისს, რუსთაველზე, ვაჩვენოთ ხალხის კონსტრუქციული, მშვიდობიანი ძალა დესტრუქციულ ოლიგარქს!",  - განაცხადა ოქრიაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge