png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩიეს

  • საზოგადოება
  • 27.06.2022
  • 18:41
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე მეორე ვადით ერთხმად აირჩია.

მიხეილ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს მომდევნო 5 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას საბჭოს ყოფილი წევრი და არასამთავრობო ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგის" ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი ეხმიანება.

"ალბათ გაინტერესებთ როგორ ტარდება კონსულტაციები ჩინჩალაძეის დანიშვნაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 5 წლის ვადით?

საბჭოს სხდომაზე ონლაინ ჩაერთო დარბაზში შეკრებილი უამრავი მოსამართლე და გამოვიდნენ ჩინჩალაძის მხარდამჭერი სიტყვით. ძირითადი არგუმენტები იხ. ქვემოთ.

ირაკლი შენგელია: "თუ ვინმე უნდა იყოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მაშინ მიხეილ ჩინჩალაძე. სრულად გამართულად მუშაობდა სასამართლო მისი თავმჯდომარეობის დროს, ერთი შეფერხებაც კი არ ყოფილა".

დიმიტრი გვრიტიშვილი: "ვეთანხმები ბატონ ირაკლის, მიხეილ ჩინჩალაძე არის ღირსეული კანდიდატურა, სათანადო უნარებით აღჭურვილი. კოლექტივში არის ჯანსაღი და საქმიანი სიტუაცია. თუ ინფრასტრუქტურის პრობლემა წარმოიშვება მყისიერად გვარდება, მენეჯმენტი მართლაც გამართულია".

მამისეიშვილი: "დაახლოებით 10 თვეა აქ ვმუშაობ, აღფრთივანებული ვარ, სხვა ალტერნატივა არ არის".

ბუგიანიშვილი: "სრულად მხარს ვუჭერ".

ტყავაძე: "მეც მხარს ვუჭერ, წლებია ვიცნობ, სასამართლოში გავიცანი, მისი უნარები ვიცი, სასამართლოს აპარატი გამართულად მუშაობს".

ჯეირანაშვილი: "მხარს ვუჭერ, დიდი დამსახურება აქვს".

ლაშა თავართქილაძე: მართლაც ღირსეული კანდიდატია, კიდევ გააგრძელებს ღირსეულ საქმიანობას, თქვენი მხარდამჭერის შემთხვევაში

მარიამ ცისკაძე: ხმა არ ისმოდა ნორმალურად რა თქვა, მაგრამ ჩინჩალაძეს მხარს უჭერს. ასევე, მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდა ლავრენტი მაღლაკელიძე. განსხვავებული აზრი არ ყოფილა", - წერს ჯანეზაშვილი.

შეგახსენებთ, მიხეილ ჩინჩალაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეობის 5-წლიანი ვადა ამ წლის გაზაფხულზე ამოეწურა. რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც მოუწოდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ უარი ეთქვა ჩინჩალაძის კიდევ ერთი ვადით არჩევაზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge