png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მოლოდინი გვაქვს, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე საქართველოს მიმართ უფრო მკაფიო გზავნილები იქნება - მნიშვნელოვანია, რომ სიტყვები საქმედ გადაიქცეს - შალვა პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 28.06.2022
  • 13:26
მოლოდინი გვაქვს, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე საქართველოს მიმართ უფრო მკაფიო გზავნილები იქნება  - მნიშვნელოვანია, რომ სიტყვები საქმედ გადაიქცეს - შალვა პაპუაშვილი

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ვისაუბრეთ თოთხმეტწლიან ჩიხზე, სადაც, ერთის მხრივ, ნატოს წევრობის კარი ღიაა, მაგრამ მეორეს მხრივ, ამისთვის პრაქტიკული ნაბიჯები არ იდგმება - მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით, უსაფრთხოების კუთხით თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, ამ მხრივ იყოს წინსვლა",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატოს საარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო სრულად თავსებადია ნატოს სტანდარტებთან და  მადრიდის სამიტიდან მკაფიო გზავნილების მოლოდინი აქვს.

„საქართველო, ფაქტობრივად, უკვე სრულად თავსებადია ნატოს სტანდარტებთან. ჩვენი შეიარაღებული ძალების 80%-ზე მეტს სხვადასხვა ფორმით მიღებული აქვს მონაწილეობა ნატოს მისიებში თუ სხვადასხვა სახის ტრენინგებში და ამ კუთხით, თავსებადია. იცით, რომ იყო ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაწილე საერთაშორისო მისიებში, მათ შორის, ავღანეთში და ამ მხრივ, საქართველო ამტკიცებს, რომ ის, ისე, რომ არ არის ნატოს წევრი, საკუთარი ქცევით, სწორედ პასუხისმგებლობას იღებს, იმავე პასუხისმგებლობას, როგორსაც იღებენ ნატოს წევრი ქვეყნები და არის, არა მხოლოდ, უსაფრთხოების სისტემის მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორი. აქედან გამომდინარე,  მოლოდინები გვაქვს, რომ  მადრიდის სამიტზე საქართველოს მიმართ უფრო უფრო მკაფიო გზავნილები იქნება.  ახლა მნიშვნელოვანია, რომ სიტყვები გადაიქცეს საქმედ და ნატოს წევრობის გზაზე ჩვენ უფრო ნათელი გზამკვლევი და ნათელი გეგმა მოგვეცეს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge