primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

არის საფრთხე, რომ საქართველო შეიძლება, ჩაებას ომში, მოსურნე ძალიან ბევრია და ძალიან გავლენიანებიც მათ შორის - სოზარ სუბარი

  • კომენტარები
  • 28.06.2022
  • 22:08
არის საფრთხე, რომ საქართველო შეიძლება, ჩაებას ომში, მოსურნე ძალიან ბევრია და ძალიან გავლენიანებიც მათ შორის - სოზარ სუბარი

ვართ გზაგასაყარზე, როცა იხსნება კარი ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებისთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროკავშირში რაც შეიძლება სწარაფად და რაც შეიძლება უსაფრთხოდ გავწევრიანდეთ. მაგრამ ევროკავშირიც განზე დარჩება და ყველფერი, თუკი ომში ჩაბმას მოახერხებენ ის ადამიანები, ვისაც ამის სურვილი აქვს. მოსურნე ძალიან ბევრია და ძალიან გავლენიანებიც მათ შორის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, იმის გარანტი, რომ საქართველო არ ჩაებას ომში, არის ხალხი და ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე.

„მართალა ისტორიულ გზაგასაყარზე ვდგავართ. რთული პერიოდია იმ მხრივ, რომ ყოველ წუთიერად არის საფრთხე, რომ საქართველო შეიძლება, ჩაებას ომში და ამის მსურველი ძალიან ბევრია. გაცილებით ბევრი, ვიდრე დანილოვია ან ვინმე არახამია. მეორე მხრივ, ვართ გზაგასაყარზე, როცა იხსნება კარი ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებისთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროკავშირში რაც შეიძლება სწარაფად და რაც შეიძლება უსაფრთხოდ გავწევრიანდეთ. მაგრამ ევროკავშირიც განზე დარჩება და ყველფერი, თუკი ომში ჩაბმას მოახერხებენ ის ადამიანები, ვისაც ამის სურვილი აქვს. მოსურნე ძალიან ბევრია და ძალიან გავლენიანებიც მათ შორის. სამყარო იცვლება, ერთხელ თოფი რომ გავარდება, შემდეგ შენ ვეღარ მართავ პროცესს, პროცესი თვითონ მიდის და ჩვენ იძულებული ვართ, ავყვეთ ამ თამაშის წესებს. ზუსტად ეს არ გვინდა მოხდეს. დღეს იმის გარანტი, რომ საქართველო არ ჩაებას ომში, არის ხალხი და ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე, რომ მათი მტკიცე ნება იყოს ომის გაჩაღების მოწინააღმდეგეობა. „ნაცმოძრაობაში“ ან სხვა პარტიაში ისეთი ძლიერი ადამიანები და ევროპაში ისეთი ლობისტები არ ჰყავთ, რომ მათ შეუძლიათ, 308 ევროპარლამენტარს მოაწერინონ ხელი და ხმა მიაცემინონ სრულიად უსამართლო და ქვეყნისთვის დამაზიანებელ რეზოლუციაზე, აქ დიდი თამაშია. ჩვენ გვყავს მეგობრები და ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, თუმცა ხშირად არის ხოლმე იქ გარკვეული ინტერესები, რომელი ინტერესებიც წონის მეგობრობას და ა.შ. ჩვენი პოზიციაა, ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს. გუნდში ამაზე გვქონდა მსჯელობა და ამაზე თანხმობა არ არის. გუნდში ამბობენ, რომ ჩვენ მოვახერხებთ, გავიყვანოთ მშვიდობიანად ქვეყანა, მაგრამ ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ჩვენი ძალა არის სიმართლე, რომელიც ხალხმა უნდა იცოდეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge