png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ზახაროვა ისეთივე შეშლილია, როგორც პუტინი - ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი

  • მსოფლიო
  • 29.06.2022
  • 23:13
ზახაროვა ისეთივე შეშლილია, როგორც პუტინი - ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა "შეშლილია".

მანამდე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის ქალი რომ ყოფილიყო, უკრაინაში არ შეიჭრებოდა. ჯონსონის თქმით, ის რასაც პუტინი უკრაინაში აკეთებს "ტოქსიკური მასკულინურობის იდეალური მაგალითია".

ბრიტანეთის პრემიერის ამ განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი.

პესკოვის თქმით, "ზიგმუნდ ფროიდი სიცოცხლის განმავლობაში ოცნებობდა ისეთ ობიექტზე, როგორც ჯონსონია".

"რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ პუტინის შეხედულება საკუთარ თავზე და სამყაროზე პატარა კაცის სინდრომით არის ნაკარნახევი", - უპასუხა უოლესმა კითხვას, ეთანხმება თუ არა ბორის ჯონსონის შეფასებას.

ამავდროულად, მან ახსენა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა. მისი თქმით, მართალია ზახაროვა პუტინისგან განსხვავებით, ქალია, მაგრამ ისეთივე შეშლილია.

"ეს ქალბატონი ყოველ კვირას გამოდის და ემუქრება ყველას ბირთვული იარაღით ან რაღაც მსგავსს აკეთებს", - თქვა უოლესმა.

"ის [ზახაროვა] ისეთივე შეშლილია, როგორც პუტინი", - დასძინა ბრიტანეთს თავდაცვის მდივანმა.

შეშლილობასთან დაკავშირებით ბენ უოლესის კომენტარს, უმალ გამოეხმაურა თავად მარია ზახაროვა, რომელმაც ბრიტანელი პოლიტიკოსი ცილისწამებასა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

ზახაროვამ მოსთხოვა ბენ უოლესს, დაუყოვნებლივ მოიყვანოს "თუნდაც ერთი მაგალითი, თუ როგორ იმუქრება ბირთვული იარაღით".

"წინააღმდეგ შემთხვევაში ცილისწამებაში დაგდებთ ბრალს", - დაიმუქრა ზახაროვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge