png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ქართული ოცნება საჯარო სამსახურებში ამობილიზებს პარტიის წევრებს, რათა დედა ენის ბაღში სტუდენტებს თავს დაესხან - შოთა დიღმელაშვილი

  • საზოგადოება
  • 30.06.2022
  • 15:16
ქართული ოცნება საჯარო სამსახურებში ამობილიზებს პარტიის წევრებს, რათა დედა ენის ბაღში სტუდენტებს თავს დაესხან - შოთა დიღმელაშვილი

მომდის ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება საჯარო სამსახურებში ამობილიზებს პარტიის წევრებს, რათა დედა ენის ბაღში სტუდენტებს თავს დაესხან, - ამის შესახებ "სირცხვილიასა" და სამოქალაქო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" წევრი, შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"მომდის ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება საჯარო სამსახურებში ამობილიზებს პარტიის წევრებს, რათა დედა ენის ბაღში სტუდენტებს თავს დაესხან. მოგეხსენებათ, დღეს 4 საათზე იქ საჯარო შეხვედრა-დისკუსია გვქონდა დაგეგმილი.

ე.წ. ტიტუშკების მსგავსი მობილიზაცია ვიხილეთ რეგიონებში. პროპაგანდის ამოცანაა სიტუაციის ისე წარმოჩენა, თითქოს ევროინტეგრაციის თემაზე არაა ეროვნული კონსენსუსი და არსებობს ორი სხვადასხვა, დაპირისპირებული, თანაბრად ძლიერი სენტიმენტი. ესეც "ფარდის ახდის" კამპანიის შუქშია განსახილველი. მოკლედ, როგორც იცით "შინ ევროპისკენ" მოქმედებს არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტაქტიკით, შესაბამისად არ ჩაებმება პროპაგანდისტულ სცენებზე დადგმულ სპექტაკლში და ამიტომ მოვუწოდებ პოლიციას დაიცვან საჯარო დისკუსიის მონაწილეები წინასწარ მობილიზებული თავდამსხმელებისგან.

და აგრეთვე, გამოცდილება მეუბნება, რომ რაც უფრო მეტნი ვართ ჩვენ, მით ნაკლები რისკია პროვოკაციები მოხდეს, ამიტომ ყველას გეპატიჟებით ჩვენს მშვიდ დისკუსიაზე. ახლა თუ არ დავიცავით სტუდენტები ჩაგვრისგან, მერე ნუღარ გაგვიკვირდება მათი ნიჰილიზმი. გელით დედა ენის ბაღში 4 საათზე. დროებით", - წერს დიღმელაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge